რა ღირს ხის სახლები საქართველოში და ძირითადად რომელ პროექტებზეა მოთხოვნა? | Allnews.Ge

რა ღირს ხის სახლები საქართველოში და ძირითადად რომელ პროექტებზეა მოთხოვნა?

„ხის სახლებზე მოთხოვნა ყოველწლიურად სტაბილურად იზრდება,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია Kohi-ს დირექტორმა მალხაზ უგრეხელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, Kohi-ს შემთხვევაში განსაკუთრებით არის გაზრდილი მოთხოვნა კომპანიების მხრიდან კომერციული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაზე.

„გვაქვს კერძო შეკვეთებიც, მაგრამ კომერციული დანიშნულების შენობები, მაგალითად საბავშვო ბაღი, კლინიკა, ლაბორატორია, საოფისე სივრცე, სასტუმრო თუ კაფე-რესტორანი, ახლა არის ყველაზე აქტუალური ჩვენი კომპანიისთვის.

მოთხოვნა იზრდება და მეტი ადამიანი ენდობა ხის სახლს, ხვდებიან, რომ ეს არ არის დროებითი საცხოვრებელი და თუ კარგი კომპანია აგიშენებს შეიძლება ხის სახლი იმდენად კაპიტალური იყოს, რომ თავისუფლად გაუწიოს კონკურენცია ტრადიციულ სახლებს,“ - განაცხადა უგრეხელიძემ.

კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ კაპიტალურ ხის სახლებს აშენებენ. 1 კვ.მ-ის ფასი 500-600 დოლარამდე მერყეობს. უგრეხელიძე ამბობს, რომ ყველაზე მოთხოვნადი ამჟამად ბაზარზე 60 კვ.მ ფართობის მქონე ხის სახლებია. იხილეთ სრულად