იცით, რა მოსდის საპენსიო დანაზოგს მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში? | Allnews.Ge

იცით, რა მოსდის საპენსიო დანაზოგს მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში?

ხშირად ისმის კითხვა, რა მოსდის საპენსიო დანაზოგს, მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში.

როგორც საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზეა განმარტებული, მონაწილის გარდაცვალების შემთვევაში, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებს შესაბამისი თანხა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, გადაეცემა მონაწილის კანონიერ მემკვიდრე(ებ)ს.

ასევე განმარტებულია, რომ საპენსიო სააგენტოსთვის მონაწილის მემკვიდრის სათანადო მომართვის შემთხვევაში, მონაწილის მემკვიდრისთვის საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით, ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით.

ცნობისათვის, საპენსიო სააგენტოს 31 ივლისის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 539 ათასი ადამიანია. ამავე პერიოდისთვის, დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11 858-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 42.3 მლნ ლარი.

სააგენტოს მონაცემით, საანგარიშო პერიოდში საპენსიო აქტივების ღირებულება, შეადგენს 5.3 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.15 მლრდ ლარს გადააჭარბა.