პროფესიები, სადაც საქართველოში კადრებს ყველაზე ხშირად ეძებენ
PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2024 წლის ივლისში jobs.ge-ზე 8 568 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 9.6%-ით მეტია ივნისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
წელს ივლისში ყველაზე ხშირად კადრებს გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში ეძებდნენ. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში გაყიდვების მიმართულებით 2 025 ვაკანსია გამოქვეყნდა.
ამასთანავე, ივლისში 1 878 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციულ და მენეჯერული პოზიციებზე კადრის მოსაძიებლად. ფინანსები და სტატისტია ერთ-ერთია იმ კატეგორიებში, სადაც კადრებს ყველაზე ხშირად ეძებდნენ. ფინანსების მიმართულებით 1520 ვაკანსიაა მხოლოდ ერთ თვეში გამოქვეყნებული. იხილეთ სრულად