სექტემბერში მთავრობას საწვავის შესყიდვა გაუიაფდა - რა ჯდება ერთი ლიტრი
2024 წლის სექტემბერში მთავრობას საწვავის შესყიდვა გაუიაფდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შესასყიდი ფასი ბენზინზე 0.20 ლარით, დიზელზე კი 0.25 ლარით არის შემცირებული.
უფრო კონკრეტულად, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, 2024 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით მთავრობა ერთ ლიტრ სუპერის ტიპის ბენზინს (ოქტანობა არანაკლებ 98) 0.20 ლარით იაფად, 2.77 ლარად შეიძენს. აგვისტოში ამ ტიპის ერთი ლიტრი საწვავის ყიდვა ბიუჯეტს 2.97 ლარი უჯდებოდა. ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.
რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, სექტემბრის კონტრაქტითაც ერთი ლიტრი პრემიუმ საწვავის/ბენზინის ღირებულება (ოქტანობა არანაკლებ 95) 2.48 ლარია, აგვისტოში კი 2.69 ლარი ღირდა. აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“. (კლება 0.21 ლარი).
ევრორეგულარის (ოქტანობა არანაკლებ 92) ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 2.46 ლარია, მაშინ როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 2.67 ლარზე იყო, აქ კლება 0.21 ლარია. ტენდერში გამარჯვებულია „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია“. იხილეთ სრულად