რა ღირს საწვავი ევროპაში და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი შემცირდა 0,01 -1,46 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი შემცირდა - 0.01 - 1,40 ევროთი/ლიტრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
ამავე ცნობით, ევროპის ქვეყნებში საწვავი ყველაზე ძვირია ნიდერლანდებში, შვეიცარიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
30 სექტემბრის მდგომარეობით, ფასები ასეთია:
- ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,06 ევროს,
- A-98 მარკის ბენზინი - 2.24 ევროს, დიზელის საწვავი - 1,78 ევროს;
- ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,75 ევროს,
- A-98 მარკის ბენზინი - 1.90 ევროს, დიზელის საწვავი - 1,61 ევროს;
- ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,70 ევროს,
- A-98 მარკის ბენზინი - 1,79 ევროს, დიზელის საწვავი - 1.60 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 0,519 ევროს, A-95 მარკის - 0,56 ევროს , A-98 მარკის - 0,66 ევროს, დიზელის საწვავი - 0,64 ევროს. იხილეთ სრულად