თბილისში დღითიდღე იზრდება „ცივი საწოლების“ რიცხვი - ეს არის ბინები, სადაც არავინ ცხოვრობს“ - ურბანისტი
„ბინის შეძენა არ ხდება მხოლოდ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ძალიან ხშირად, ეს არის უბრალოდ ფულის დაბანდება უძრავ ქონებაში, რომლის ფასი აუცილებლად მოიმატებს“, - ამის შესახებ ურბანისტმა ირაკლი მურღულიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისში ჯერ კიდევ 13 წლის წინ მილიონ ოთხასი ათასი ადამიანისთვის საჭირო საცხოვრებელი ბინები არსებობდა. მას შემდეგ კი დედაქალაქს უამრავი კორპუსი დაემატა, რომელშიც ხშირად ადამიანები სახლებს ფულის დაბანდების მიზნით ყიდულობენ.
როგორც მან განმარტა, დედაქალაქში დღითიდღე იზრდება ისეთი ბინების რიცხვი, სადაც არავინ ცხოვრობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკოლოგიას ტყუილად ადგება ზიანი, ამ ინვესტიციას კი ეკონომიკისთვის სარგებელი არ მოაქვს.
„თბილისში ჯერ კიდევ 2009 წელს იყო იმდენი საცხოვრებელი რომ ევროპული სტანდარტით, ერთ ადამიანზე 35 კვადრატული მეტრი რომ ვიანგარიშოთ, მილიონ ოთხასი ათასი ადამიანისთვის საკმარისი საცხოვრებელი ფონდი არსებობდა. იმის შემდეგ კიდევ რამდენი საცხოვრებელი აშენდა ხომ წარმოგიდგენიათ და, რა თქმა უნდა, ეს ბინები იყიდება. იხილეთ სრულად