როგორ შეიცვალა ძველი და ახალი ბინების ფასი და გაყიდვები თბილისში | Allnews.Ge

როგორ შეიცვალა ძველი და ახალი ბინების ფასი და გაყიდვები თბილისში

2024 წლის მე-3 კვარტალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 10 377 ერთეული შეადგინა და წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ბაზრის ზომა 14%-ით, 718 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

„2024 წლის მესამე კვარტალში თბილისში ახალი პროექტების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. ძველ პროექტებში კი 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 11%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ფასს, 2024 წლის მესამე კვარტალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 9%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი 12%-ით და 8%-ით გაიზარდა.

2024 წლის მესამე კვარტალში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გაიზარდა 9%-ით გარეუბანში და 8%-ით ქალაქის ცენტრში. ფართო ცენტრში კი 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“- აღნიშნულია კვლევაში.