თუ დროულად არ დავდგებით ქვეყნის სადარაჯოზე, აქ დარჩებიან რუსები და ქართველები მხოლოდ ხინკლის მომხვევებად ენდომებათ - ცოტნე ჯაფარიძე
„ჩვენ არ ვართ პარიზი და ლონდონი, სადაც რაც რა უნდა მოხდეს, ტურიზმის აღდგენა მალევე მოხდება“ - როგორც კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ისაუბრა, როცა ქვეყნის იმიჯი ილახება, ამას ტურისტებიც ითვალისწინებენ.
„მოგზაურები, რომლებიც მაღალმხარჯველი ქვეყნებიდან მოდიან, დიდი სიფრთხილით ეკიდებიან იმას, რომ თავისი გამომუშავებული ფული სწორ ადგილას დახარჯონ. ამიტომ ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული განწყობის მქონე ქვეყნებში ისინი ცდილობენ, ფინანსური რესურსი არ გაიღონ. მითუმეტეს, ჩვენ არ ვართ პარიზი და ლონდონი, სადაც, რაც რა უნდა მოხდეს, ტურიზმის აღდგენა მალევე მოხდება. როცა ქვეყნის იმიჯი ილახება, ამას ტურისტებიც ითვალისწინებენ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, უძრაობა არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ ყველა სფეროშია.
„ამ ტოტალური გაურკვევლობის პროცესში კი ასეთი რეალობა გვაქვს, რომ უძრაობაა სრულიად ყველა სფეროში. როცა ზამთრის ჯავშნების აქტიური მიღება უნდა ხორციელდებოდეს, ასე არ არის. იხილეთ სრულად