„კვალიფიციური კადრების ანაზღაურება საქართველოში იმდენად მაღალია, არ მგონია, ემიგრაციაში წავიდნენ“ | Allnews.Ge

„კვალიფიციური კადრების ანაზღაურება საქართველოში იმდენად მაღალია, არ მგონია, ემიგრაციაში წავიდნენ“

„საქართველოში კვალიფიციური კადრის ანაზღაურება, იმდენად მაღალია რომ, არ მგონია, წავიდეს [ემიგრაციაში],“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესის, სოციოლოგების ნაწილი თვლის რომ ქვეყანაში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაწყებული ახალი პოლიტიკური კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, საქართველოდან შესაძლოა, ე.წ. „ტვინების გადინება“ მოხდეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, დგას თუ არა ამავე გამოწვევის წინაშე სასტუმროების ბიზნესი და ამის შესახებ მაია მურაჩაშვილს ესაუბრა.

„კვალიფიციური კადრი დღეს საქართველოში ხელფასს იღებს 3 000 ლარიდან, აქედან გამომდინარე, ყველა არ გარისკავს რომ უცხოეთში წავიდეს და უფრო დაბალი საფეხურიდან დაიწყოს საქმე. ისეც ხდება, როდესაც იმხელა კვალიფიკაცია აქვს, პირდაპირ შეუძლია საზღვარგარეთ საკუთარი პროფესიით დაიწყოს მუშაობა. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ასეთი პირდაპირი გადასვლა, რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებს კვალიფიციური კადრის შემოსავალს, იშვიათად ხდება.

პანდემიის დროს მოხდა კვალიფიციური კადრების დიდი რაოდენობით გადინება. ახლა იმდენად მაღალია კვალიფიციური პერსონალის ანაზღაურება, რომ, არ მგონია, წავიდეს [ემიგრაციაში]. იხილეთ სრულად