„700 ლარიანი ვალი ბანკში, 9 000 ლარამდე აუყვანეს, ანგარიშები დააყადაღეს“ - რას გირჩევთ იურისტი? | Allnews.Ge

„700 ლარიანი ვალი ბანკში, 9 000 ლარამდე აუყვანეს, ანგარიშები დააყადაღეს“ - რას გირჩევთ იურისტი?

რა შეიძლება გახდეს პენსიის შეჩერების საფუძველი, ყოფს თუ არა სასამართლო განქორწინებისას თანასაკუთრებაში მიღებულ ქონებას ორ ნაწილად - ამ და სხვა საკითხებზე „კვირის პალიტრა“ ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებულ ადვოკატს ნუგბარა როსტიაშვილს ესაუბრა.

ცნობისთვის, რუბრიკაში „იურისტი გირჩევთ“, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები მოქალაქეების მხრიდან რედაქციაში შემოსულ კითხვებს პასუხობენ.

ჩემი ძმის სახელზეა ბინა, რომლის გაყიდვას ვაპირებთ. თავად საზღვარგარეთ არის არალეგალურად. გვყავს მყიდველი. როგორ შეიძლება მინდობილობის გაკეთება? საქართველოს პასპორტსაც ვადა აქვს გასული.

- მინდობილობის გაკეთება შესაძლებელია დისტანციურად, რისთვისაც საჭიროა პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი, და ასევე ორი მოწმე, რომელთაგან ერთი იქნება მინდობილობაზე ხელმომწერი, ხოლო მეორე დაადასტურებს თქვენი ძმის ვინაობას. მოწმეები არ შეიძლება იყვნენ მარწმუნებლის (თქვენი ძმის) აღმავალი და დაღმავალი რიგის ნათესავები. თუ თქვენს ძმას არც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აქვს ვალიდური, მაშინ ვერ გააკეთებს მინდობილობას და ვერც მის სახელზე არსებულ ბინას გაყიდით.

მამაჩემმა ჩემს ძმას აჩუქა სახლი. მე წილი არ მეკუთვნის?

- პირს შეუძლია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აჩუქოს ნებისმიერ პირს, ხოლო რაც შეეხება თქვენს წილს, ალბათ, გულისხმობთ მემკვიდრის წილს. ამ სახლიდან არ გეკუთვნით წილი, რადგან სახლი უკვე თქვენი ძმის საკუთრებაა.

ჩემს შვილს ჰქონდა ბანკში ვალი 700 ლარი. ვერ გადაიხადა და ვალი აუყვანეს 9000 ლარამდე. ახლა სთხოვენ მთლიანად ამ თანხის გადახდას. ანგარიშები დაყადაღებული აქვს. სასამართლოში სარჩელის შეტანას აქვს აზრი?

- ასეთი სესხი, როგორც წესი, უნდა იყოს ხანგრძლივი ვადაგადაცილებით, ვინაიდან 700-ლარიანი სესხი პროცენტით ვერ გაიზრდება 9000 ლარამდე. ამიტომ სესხი ხანდაზმული უნდა იყოს. რაც შეეხება ყადაღას, აღნიშნული საკითხი გაუგებარია, ამიტომ გასარკვევია ყადაღის საფუძველი და შემდეგ შეიძლება სესხის ხანდაზმულობის საკითხზე არსებითი მსჯელობა.

ბანკში მაქვს ჩადებული მიწის ნაკვეთი. 3 თვეა სესხს ვეღარ ვიხდი. თუ შეუძლია ბანკს შეეხოს ჩემს სხვა უძრავ ქონებას?

- როდესაც იპოთეკის საგანია სესხის უზრუნველყოფა, მოთხოვნის აღსრულება იპოთეკის საგნის რეალიზაციით შემოიფარგლება. თუ მას გასცდება და სხვა ქონების რეალიზაციას მოითხოვს ბანკი, დამოკიდებულია სესხისა და ასევე იპოთეკის­ ხელშეკრულებაზე, თუ რა წერია მასში. ხელშეკრულებაში შეიძლება ეწეროს, რომ მსესხებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ იპოთეკის საგნით, ამ შემთხვევაში კრედიტორი იპოთეკის­ საგანს ვერ გასცდება. თუ ხელშეკრულებაში არაა მსგავსი დათქმა, კრედიტორს შეუძლია გასცდეს იპოთეკის საგანს იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის ფულად ვალდებულებას ვერ ფარავს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა. განაგრძეთ კითხვა: