"ასე თუ გაგრძელდა, იძულებული ვიქნებით, მეტი რუსული გაზი ვიყიდოთ“ - რას ამბობს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში
საქართველოში რუსული გაზის იმპორტი იზრდება, აზერბაიჯანულის კი მცირდება. თუ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან შესყიდვებში რუსულ გაზზე მხოლოდ 12.2% მოდიოდა, წელს საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 36%-მდე გაიზარდა, აზერბაიჯანის შემთხვევაში კი, 87.8%-დან 64%-მდე შემცირდა.
"ჯეოქეისის“ უფროსი მკვლევარი ლიანა ჯერვალიძე bpn.ge-სთან ამბობს, რომ ევროპაში რუსულ გაზზე უარის თქმის შემდეგ, ალტერნატიულ, ბაზრებზე (შესაბამისად, აზერბაიჯანულზეც) მოთხოვნა გაიზარდა, შედეგად კი, საქართველო იძულებული გახდა, რუსული გაზის იმპორტი გაეზარდა."როდესაც ევროპაში გაზის ფასი 500 დოლარია და აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა, აზერბაიჯანს ვერ დაადანაშაულებ და ვერ ეტყვი, რომ არ გაიტანოს.
ამის მიზეზია ის, რომ ევროპას, რუსულ გაზზე უარის თქმის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებული მეტი გაზი სჭირდება. ასეთ ვითარებაში კი, საქართველოს, ალტერნატივის სახით, რჩება რუსული გაზი. ასე თუ გაგრძელდა, იძულებული ვიქნებით მეტი რუსული გაზი ვიყიდოთ... განაგრძეთ კითხვა