როგორია საშუალო ხელფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში | Allnews.Ge

როგორია საშუალო ხელფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი სომხეთსა და აზერბაიჯანზე მეტია, რუსეთსა და თურქეთზე ნაკლები.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ როგორია საშუალო ხელფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. (მონაცემები აღებულია ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშებიდან).

საქართველოში 2024 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 10.9%-ით (201.3 ლარით) გაიზარდა და 2 056.7 ლარი შეადგინა, დღევანდელი კურსით დაახლოებით, 724 დოლარი. ამასთან, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 182.9 ლარით (9.1%) გაიზარდა და 2 190.1 ლარი (771 დოლარი) შეადგინა.

აზერბაიჯანში ბოლო მონაცემებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 997.1 მანათს (586 დოლარი) შეადგენს. ცალკე დედაქალაქ ბაქოში 1 258.9 მანათია (740 დოლარი).

სომხეთში საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 726 დოლარს მიაღწია. კერძო სექტორში 2024 წელს წლიურმა ზრდამ 5.9% შეადგინა, სადაც საშუალო ხელფასი 783 დოლარამდე გაიზარდა. საჯარო სექტორმა უფრო სწრაფი, 7.8%-იანი ზრდა აჩვენა, სადაც საშუალო თვიური ნომინალური ხელფასით 576 დოლარი გახდა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო სექტორმა უფრო ძლიერი ზრდა დააფიქსირა, ის საშუალო ხელფასის მხრივ კერძო სექტორს მაინც ჩამორჩება, თუმცა სხვაობა თანდათან მცირდება.

რუსეთში საშუალო ხელფასი 2024 წელს 84 324 რუბლს (807 დოლარს) შეადგენდა, მაშინ, როცა 2023 წლისთვის 73 709 რუბლი (705 დოლარი) იყო. მისი ოდენობა წელიწადში 18%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოსკოვია, სადაც საშუალო ხელფასი 153 ,322 რუბლს (1500 დოლარამდე) შეადგენს. იხილეთ სრულად