საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი თბილისშია, ყველაზე დაბალი - გურიაში - რამდენს იღებენ ბიზნეს სექტორში დასაქმებულები
საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი თბილისშია, ყველაზე დაბალი - გურიაში - ამაზე მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალზე განთავსებული მონაცემები.
უფრო კონკრეტულად, ბოლო მონაცემებით, თბილისში ბიზნეს სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 1 791.2 ლარს შეადგენს, გურიაში კი 951.1 ლარს.
სხვა რეგიონების მონაცემები კი ასე გამოიყურება:
- მცხეთა-მთიანეთი - 1 562.5 ლარი
- ქვემო ქართლი - 1 374.9 ლარი
- იმერეთი - 1 290.3 ლარი
- აჭარა - 1 258.0 ლარი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 232.0 ლარი
- კახეთი - 1 114.8 ლარი