
საქართელოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მატჩის შემდეგ მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს.
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. არა მარტო დღეს, არამედ მთელი წელიწადნახევარი გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ რაც შეუძლიათ. მათ დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ და მიხარია მათთვის, რომ ისინი გავაბედნიერეთ, გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ოცნება ავიხდინეთ.
ემოციური თამაში იყო, გვინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა იმიტომ, რომ ისინი იმსახურებენ ამას.“, - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ცნობისთვის, გიორგიმ ბერძენი ფეხბურთელის მიერ დარტყმული პირველი 11-მეტრიანი მოიგერია. ჩვენი გუნდის მეკარის თქმით, იცოდა, მეტოქე რა მიმართულებით დაარტყამდა.
"ვიცოდი პირველ პენალტს სადაც დაარტყამდა, იმიტომ რომ აქამდე ოთხი პენალტი ჰქონდა დარტყმული ზუსტად მაგ კუთხეში, როდესაც გუნდს ძალიან სჭირდებოდა", - აღნიშნა მამარდაშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ევროკავშირმა საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია იმ პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ფაქტორების შესახებ, რამაც გასულ წელს ხელი შეუწყო ბიზნესს გარემოს არასტაბილურობას.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2024 წელს მოქმედი ევროპული ბიზნესებისთვის ძირითად გამოწვევებად რჩებოდა საქართველოში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა, კვალიფიციური სამუშაო ძალა და ვალუტის კურსის მერყეობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელსაც ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, მთავარი ბიზნეს-ბარიერები ეროვნული ვალუტის მერყეობა, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და პოლიტიკური არასტაბილურობა იყო. თუმცა, 2024 წელს პირველ ადგილზე პოლიტიკური არასტაბილურობა გადავიდა.
ამასთან, ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად არსებული მდგომარეობა გაუარესდა კორუფციის, მაღალი საგადასახადო ტარიფებისა და არაეფექტური სასამართლოს მიმართულებით.
უფრო კონკრეტულად, როგორც ევროკავშირის ქართული ბიზნესკლიმატის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული, გამოკითხული ევროპული ბიზნესების 76.8% მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერია. გამოკითხულთა 65.9%-სთვის მთავარი გამოწვევაა კვალიფიციური კადრების დეფიციტი, ხოლო ვალუტის კურსის მერყეობა პრობლემურია გამოკითხულთა ნახევარზე მეტისთვის, კერძოდ, 51.5%-სთვის.
ბიზნესის კეთების მთავარ ბარიერებად წამყვან პოზიციებს ასევე იკავებს არაეფექტური სასამართლო სისტემა (58%), კორუფცია (47.4%), სუსტი საბაზრო მოთხოვნა (46.6%) და შეზღუდული წვდომა ფინანსებზე (45.5%).
მკითხველის კომენტარები
(7)
მიიღე ისეთი საკუთარი თავი როგორიც შეგქმნა უფალმა!!! ცოტა შეიშხაპუნე კი არა დაიკიდე ვის მოსწონხარ და ვის არა!!!
უაზროდ დაბერილი ტუჩები მხოლოდ ერთი რამისთვის ვარგა.........................