16 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
15.03.2025 / 07:03
შრიფტის ზომა:

რესტორანში სადილი გაძვირდა - როგორ შეიცვალა ხინკლის, ლუდის, ხაჭაპურის ფასები

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რესტორანში სადილი 3.94%-ით გაძვირდა.

ამასთან, გაძვირებულია ხინკლის ღირებულებაც. უფრო კონკრეტულად, რესტორანში ხინკლის ფასი თებერვალში წლიურად 13.73%-ით გაძვირდა.

როგორ შეიცვალა ხინკლის, ლუდის, ხაჭაპურის ფასები

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამავე მონაცემების მიხედვით, გაზრდილია იმ ინგრედიენტების ღირებულებაც, რომელიც ხინკლის მომზადებას სჭირდება. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში: ძროხის ხორცის ფარში - 2.5%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი - 2,37%-ით, მწვანილი - 45.84%-ით, ხახვი - 8.52%-ით; ფქვილი - 1.76%-ით არის გაძვირებული. თუმცა, გაიაფებულია ღორის ხორცი - 3,61%-ით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.99%-ით გაძვირდა - კაფეში ხაჭაპური; 4.09%-ით გაიზარდა - ხაჭაპურის ფასი საცხობში; 9.18%-ით - გაძვირდა ლუდი ბარში; ხოლო ყავა კაფეში - 6.29%-ით არის წლიურად გაძვირებული.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2 პროცენტით განისაზღვრა.

bpn.ge

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რესტორანში სადილი გაძვირდა - როგორ შეიცვალა ხინკლის, ლუდის, ხაჭაპურის ფასები | Allnews.Ge