26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
23.03.2025 / 09:03
შრიფტის ზომა:

კონტრასტების ქვეყანა დიდი მომავლით - 50 წელში ინდოეთის ეკონომიკა აშშ-ს გაუსწრებს?!

დღეს ინდოეთი მსოფლიოს მსხვილ ეკონომიკებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც 50 წლის განმავლობაში შესაძლოა, სიდიდით მეორე გახდეს და აშშ-ს გაუსწროს.

ამის შესახებ RBC-ის მიმოხილვაში წერია.

ამასთან, ქვეყნის სწრაფად მზარდი საშუალო კლასი საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

„ინდოეთის რეალური ზრდის ისტორია ახლა იწყება“

ეს სიტყვები ინდოელ მილიარდერ გაუტამ ადანის ეკუთვნის. ის პროგნოზირებს, რომ 2050 წლისთვის ინდოეთი 100%-იანი წიგნიერების დონითა და მსოფლიოში ყველაზე დიდი საშუალო ფენით სიღარიბისგან თავისუფალი ქვეყანა იქნება.

ჯერჯერობით ინდოეთი კონტრასტების ქვეყნად რჩება. ერთის მხრივ, ქვეყნის რვა მოქალაქე 2024 წელს Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მოხვდა, მეორეს მხრივ კი მსოფლიოს უდიდეს მონაცემთა ბაზის Numbeo-ს ცხოვრების ხარისხის წლევანდელ ინდექსში ქვეყანა მხოლოდ მე-60-ე ადგილს იკავებს. 1.4 მლრდ მოსახლეობიდან 150 მილიონზე მეტი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

თუმცა ინდოეთის ტრანსფორმაციის ეროვნული ინსტიტუტის მიერ 2024 წლის დასაწყისში გამოქვეყებული მონაცემებით, ქვეყანამ სიღარიბის მნიშვნელოვანი ვარდნა აჩვენა. კერძოდ, 2013-14 წლებში დაფიქსირებული 29.17%-იანი მაჩვენებლიდან 2022-23 წლებში სიღარიბის დონე 11.28%-მდე შემცირდა, ანუ, ანალიტიკოსების გაანგარიშებით, ათ წელიწადში სიღარიბე, დაახლოებით, 250 მლნ ადამიანმა დაძლია.

დღეს ინდოეთში საშუალო კლასის წარმომადგენელთა რაოდენობა 430 მლნ ადამიანს აჭარბებს, რაც მოსახლეობის 30%-ზე მეტია. 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 715 მილიონამდე, ანუ მოსახლეობის 47%-მდე გაიზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომსახურების პოტენციური კლიენტების რაოდენობა, რომელიც მიმართულია შესაბამის სამომხმარებლო აუდიტორიაზე, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ერთნახევარჯერ გაიზრდება. ამით როგორც ადგილობრივი ბიზნესის, ასევე, საცალო პროდუქტებისა და სერვისების უცხოელი მომწოდებლების ზრდისთვის კარგი პერსპექტივა გაჩნდება.

ყველაზე სწრაფები G20-ში

ინდოეთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა G20-ის ქვეყნებს შორის. ქვეყნის მშპ დღეს, დაახლოებით, 3.7 ტრლნ დოლარია, რაც მსოფლიოში ნომინალური მშპ-ით მეხუთე, ხოლო მსყიდველუნარიანობის პარიტეტიით მესამე ადგილია. ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2023/24 ფინანსურ წელს მშპ-ის ზრდამ 7,6% შეადგინა. მიმდინარე 2024/25 ფინანსურ წელს ინდოეთის სარეზერვო ბანკი (RBI) მშპ-ის 7%-იან, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 6,8%-იან ზრდას პროგნოზირებს. IMF 2023/2024 ფინანსურ წელს გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში ინდოეთის წვლილს 16%-ად აფასებს და მოელის, რომ ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის 18%-მდე გაიზრდება. ამით ქვეყანა გლობალურ ეკონომიკაში მთავარ მოთამაშედ გადაიქცევა.

ამასთან, ინდოეთი აქტიურად ზრდის ოქროს მარაგს. მსოფლიო ოქროს საბჭოს (World Gold Council-WGC) 2024 წლის მონაცემებით, გლობალურ ცენტრალურ ბანკებს შორის RBI ოქროს ყველაზე აქტიური მყიდველი გახდა. კერძოდ, 2024 წლის პირველ ნახევარში RBI-მ 37.1 ტონა ოქრო შეისყიდა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამჟამად RBI-ის ოქროს მარაგი რეკორდულ 840.7 ტონას შეადგენს, რაც მთლიანი უცხოური რეზერვების 8.7%-ია. ერთი წლით ადრე ამ რეზერვებში ინდოეთის წილი 7.4%-ს შეადგენდა. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კონტრასტების ქვეყანა დიდი მომავლით - 50 წელში ინდოეთის ეკონომიკა აშშ-ს გაუსწრებს?! | Allnews.Ge