
სააგენტო Transfermarkt-ის მონაცემებით, 2023 წლის ივნისში ისტორიაში პირველად მოხდა, როცა საქართველოს 10 მლნ ევროს ღირებულების (იგულისხმება სატრანსფერო ფასი) ერთდროულად 3 ფეხბურთელი ჰყავდა. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილს მაშინ გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. გუშინ გამოქვეყნებული ახალი ფასების მიხედვით კი, ამ სამეულს კიდევ ერთი 10-მილიონიანი მოთამაშე - ზურიკო დავითაშვილი დაემატა.
2024 წლის დეკემბერში, დავითაშვილი 8 მლნ ევრო ღირდა, საფრანგეთის ლიგა 1-ში შედეგიანმა თამაშმა კი მისი ფასი კიდევ 2 მლნ ევროთი გაზარდა.
შედეგად, ისტორიაში პირველად, საქართველოს ერთდროულად 4 ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაგან თითოეულის სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევრო ან მეტია:
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის 25 მატჩში 7 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს - მათგან 2 გოლი და 3 ასისტი უშუალოდ დეკემბრიდან მოყოლებული.
თუ ზურიკო დავითაშვილის ფასი არ დააკლდება და, წესით, ასეც იქნება, არის შანსი, უახლოეს პერიოდში ეს ოთხეული ხუთეულად გადაიქცეს, რადგან იტალიური „ემპოლი“-ს მცველ საბა გოგლიჩიძეს Transfermarkt-ი ამჟამად 8 მლნ ევროდ აფასებს და თუკი წარმატებულ და სტაბილურ თამაშს გააგრძელებს, ეს მის ღირებულებაზეც აისახება. იხილეთ სრულად
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სააგენტო Transfermarkt-ის მონაცემებით, 2023 წლის ივნისში ისტორიაში პირველად მოხდა, როცა საქართველოს 10 მლნ ევროს ღირებულების (იგულისხმება სატრანსფერო ფასი) ერთდროულად 3 ფეხბურთელი ჰყავდა. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილს მაშინ გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. გუშინ გამოქვეყნებული ახალი ფასების მიხედვით კი, ამ სამეულს კიდევ ერთი 10-მილიონიანი მოთამაშე - ზურიკო დავითაშვილი დაემატა.
2024 წლის დეკემბერში, დავითაშვილი 8 მლნ ევრო ღირდა, საფრანგეთის ლიგა 1-ში შედეგიანმა თამაშმა კი მისი ფასი კიდევ 2 მლნ ევროთი გაზარდა.
შედეგად, ისტორიაში პირველად, საქართველოს ერთდროულად 4 ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაგან თითოეულის სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევრო ან მეტია:
დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის 25 მატჩში 7 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს - მათგან 2 გოლი და 3 ასისტი უშუალოდ დეკემბრიდან მოყოლებული.
თუ ზურიკო დავითაშვილის ფასი არ დააკლდება და, წესით, ასეც იქნება, არის შანსი, უახლოეს პერიოდში ეს ოთხეული ხუთეულად გადაიქცეს, რადგან იტალიური „ემპოლი“-ს მცველ საბა გოგლიჩიძეს Transfermarkt-ი ამჟამად 8 მლნ ევროდ აფასებს და თუკი წარმატებულ და სტაბილურ თამაშს გააგრძელებს, ეს მის ღირებულებაზეც აისახება. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარები
(0)