მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველოში რძე ყველაზე ძვირია - რომელ ქვეყნებში ღირს ყველაზე ძვირი/იაფი
Numbeo-მ მიმდინარე წლის რძის ფასების ინდექსი განაახლა. მონაცემების მიხედვით, 127 ქვეყანას შორის საქართველო მე-29 ადგილზე მოხვდა. კვლევის თანახმად, საქართველოში 1 ლიტრი რძე საშუალოდ 1.84 დოლარი ღირს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე მონაცემების მიხედვით, მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში რძე ყველაზე ძვირია, ყველაზე იაფი კი თურქეთშია, სადაც 1 ლიტრის საშუალო ფასი 90 ცენტს (112-ე ადგილი) შეადგენს.
რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, მათი ფასები ასე გამოყურება:
- სომხეთი (52-ე ადგილი) - 1.59 დოლარი;
- აზერბაიჯანი (69-ე ადგილი) - 1.34 დოლარი;
- რუსეთი (106-ე ადგილი) – 1.01 ცენტი.
1 ლიტრი რძის სიძვირის მიხედვით, ხუთეული ასე გამოიყურება:
- გაიანა - 3.55 დოლარი;
- ბარბადოსი - 3.53 დოლარი;
- იამაიკა - 3.46 დოლარი;