08 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დღეს აბიტურიენტების 3% არ გამოცხადდა | Allnews.Ge

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დღეს აბიტურიენტების 3% არ გამოცხადდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დღეს დარეგისტრირებული აბიტურიენტების 3 % არ გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით გახსნილია ოცდაერთი საგამოცდო ცენტრი და დღეს მიმდინარე ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ სესიაზე 9300-მდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან აბიტურიენტთა 97% გამოცდაზე გამოცხადდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000 - მდე სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500 - ზე მეტი კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე 22 700 - ზე მეტი პედაგოგი.

საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, რუსთავი, თელავი, ხულო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.