განათლება
23.10.2019 / 10:10
შრიფტის ზომა:

განათლების სამინისტრო - 30 000-მდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი უკვე მიიღო

განათლების სამინისტრო - 30 000-მდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი უკვე მიიღო

2019 წლის ოქტომბრიდან პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი დაიწყო, რომელიც უწყვეტად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს, რომელსაც აქვს მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით უკვე გაეზარდა.

„განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, სკოლებში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება. სამინისტროს სტრატეგიით, მასწავლებლის პროფესია უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებასთან ერთად, მათი კომპეტენციისა და ანაზღაურების ზრდას გულისხმობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რეფორმის ფარგლებში, ანაზღაურების ზრდა პირდაპირ კავშირშია პედაგოგის კომპეტენციის დადასტურებასა და სტატუსის ამაღლებასთან. არსებული მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში 8 400-მდე მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი, მათ შორის 5 700-ზე მეტმა მიიღო უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

სრული საგაკვეთილო დატვირთვის შემთხვევაში სტატუსების მიხედვით მასწავლებლის ანაზღაურება შემდეგნაირად ნაწილდება:

უფროსი მასწავლებელი - 1011 ლარი;

წამყვანმა მასწავლებლებელი - 1435 ლარი;

მენტორი მასწავლებლებელი - 1745 ლარი.

პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ, შესაბამისი პროპორციით ეზრდებათ ხელფასი, რაც საშუალოდ 100 ლარით ზრდას გულისხმობს.

მას შემდეგ, რაც მასწავლებლის კომპეტენციას პედაგოგთა ახალი რაოდენობა დაადასტურებს და აიმაღლებს სტატუსს, წლის ბოლომდე გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

51-ე სკოლის დირექტორი - სკოლა სტრესშია, ველოდებით ფსიქოლოგებს, რომ ბავშვებთან იმუშაონ | Allnews.Ge

51-ე სკოლის დირექტორი - სკოლა სტრესშია, ველოდებით ფსიქოლოგებს, რომ ბავშვებთან იმუშაონ

თბილისის 51-ე სკოლის დირექტორის, მანანა თურქაძის განცხადებით, სკოლაში პნევმატური იარაღი არასოდეს ყოფილა და მოსწავლეების შემოწმება პერიოდულად ხორციელდებოდა. ამის შესახებ თურქაძემ ჟურნალისტებს განუცხდა.

"საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხდება მოსწავლეების შემოწმება. ორი მოსწავლეც რომ საეჭვოდ გადაადგილდებოდეს, სახეზეც რომ შევატყოთ ისეთი რამის ქონა, რაც არ უნდა ჰქონდეს, ასეთ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ვამოწმებთ. პნევმატური იარაღი არასდროს ყოფილა სკოლაში და არც ამ შემთხვევაში ყოფილა. დაპირისპირება რომ გაეგოთ მანდატურებს, ეს ამბავი არ მოხდებოდა", - განაცხადა მანანა თურქაძემ.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლა განცხადებას ავრცელებს

რაც შეეხება სკოლაში ფსიქოლოგების მუშაობას, 51-ე სკოლის დირექტორის თქმით, განათლების და მეცნიერების სამინისტროდან ფსიქოლოგებს ელოდება, რომლებიც სკოლის ფსიქოლოგთან ერთად იმუშავებს.

"სკოლა სტრესშია. ველოდებით ფსიქოლოგებს სამინისტროდან და ისინი ჩვენს ფსიქოლოგთან ერთად ბავშვებთან იმუშავებენ,"- განაცხადა თურქაძემ.

თურქაძის თქმით, საგაკვეთილო პროცესი სკოლაში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

"სკოლაში ზოგადად ისეთი სიტუაციაა, მოსწავლეების ნაწილი მოვა, ნაწილი არ მოვა. ვინც არ მოვა, დამრიგებლები მშობლებთან მოიკითხავენ ამბავს და ისინი მოვლენ აუცილებლად. ჩვენს სკოლაში რომ ბევრი მოსწავლეა, ეს არის დიდი ხნის პრობლემა - ხელოვნურად გაზრდილი მოსწავლეთა რაოდენობა. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია, ზოგადად, სკოლებში არ უნდა იყოს ამდენი მოსწავლე, თუმცა, აქ უკონტროლო სიტუაცია არასდროს ყოფილა, ადმინისტრაცია და მანდატურები აკეთებს იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე გაკეთება შეიძლება. რის გამო მოხდა კონფლიქტი, რამდენად სერიოზული იყო, ამას გამოძიება დაადგენს. ასე დაუნდობლად რომ დახოცეს ჩვენი ნაფერები ბავშვები, ამას გამოძიება დაადგენს. მე იმ დღეს სკოლაში არ ვიყავი, შვებულებაში გახლდით. ამიტომ მეც ველოდები გამოძიების შედეგს. ამ წუთში სკოლას ვჭირდები, რადგან სიტუაცია არის სამართავი", - განაცხადა მანანა თურქაძემ.

51-ე სკოლასთან, ისევე როგორც პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.