07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

1-ელი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი - მოსწავლე, რომელიც მიმალვაშია, მკვლელობის დღეს სკოლაში არ იმყოფებოდა | Allnews.Ge

1-ელი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი - მოსწავლე, რომელიც მიმალვაშია, მკვლელობის დღეს სკოლაში არ იმყოფებოდა

ადამიანი, რომელიც ჯიბეში დანას ჩაიდებს, ვფიქრობ, პოტენციური მკვლელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემ განუცხადა.

სკოლის დირექტორის განცხადებით, 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ორივე მოზარდი მისი სკოლის მოსწავლეა.

მისივე თქმით, 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ერთმანეთთან რაიმე სახის დაპირისპირება აქამდე არასდროს ჰქონიათ. რაც შეეხება კითხვას, შეიძლებოდა თუ არა სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლე დანით შესულიყო, დირექტორმა უპასუხა, რომ "ამას ვერ გამორიცხავს".

"ადამიანის დახასიათება, რომელიც ასეთ არადამიანურ ქმედებას ჩაიდენს, არ შეიძლება. ჩვენ არაერთხელ ჩაგვიტარებია ჩხრეკა სკოლაში, ოღონდ დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში. ჩხრეკას სისტემატიურად ვაწარმოებთ, არიან რისკის ჯგუფის ბავშვები, რომლებთანაც მეტ ყურადღებას ვიჩენთ. ხოლო ის, რაც მოხდა, არის კატასტროფა", - განაცხადა დირექტორმა.

ამასთან, სკოლის დირექტორის განმარტებით, უბედური შემთხვევის დღეს ერთ-ერთი ბრალდებული მოსწავლე სკოლაში საერთოდ არ იმყოფებოდა, ხოლო მეორე ბრალდებული 6 გაკვეთილს დაესწრო.

"ერთი, რომელიც იძებნება, სკოლაში იმ დღეს საერთოდ არ ბრძანდებოდა, მეორე მოსწავლე ექვსი გაკვეთილის მსვლელობას ესწრებოდა. ხოლო შემდეგ რა მოხდა, ამაზე პროკურატურა ისაუბრებს. 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ხელმძღვანელობასა და მოსწავლეებს შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო. რაიმე სახის დაპირისპირება, ღელვა ან შფოთვა, არაფერი შეგვიმჩნევია", - განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.

ასევე ხათუნა ბარაბაძის განცხადებით, სამართალდამცველებს ამ დრომდე ის არ დაუკითხავთ.

პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სასწავლო პროცესი დილიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა სკოლის შენობასთან იმყოფება საპატრულო პოლიცია.