
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მაღალმთიანი დასახლებების სკოლების მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდების იმიტაციის გავლას სთავაზობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პროექტ #სანდოთანამგზავრის ფარგლებში მოსწავლეები ტესტირებას კომპიუტერულად, ინტერნეტით, თავისივე სკოლებში სრულიად უფასოდ გაივლიან. შესაბამის სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ 23 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით აირჩიონ სასურველი დრო. მონაწილეობისათვის წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო. ტესტირება მე-11 და მე-12 კლასელებს ჩაუტარდებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, #სანდოთანამგზავრი აბიტურიენტებისა და მოსწავლეების მხარდამჭერი პროექტია, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ქვეპროექტს აერთიანებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში ტარდება. ოთხ საგანს (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია) მოსწავლეები მე-11 კლასის ბოლოს აბარებენ, დანარჩენ ოთხს კი -დამამთავრებელი კლასის ბოლოს.
2018 წელს გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მაღალმთიანი დასახლებების სკოლების მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდების იმიტაციის გავლას სთავაზობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პროექტ #სანდოთანამგზავრის ფარგლებში მოსწავლეები ტესტირებას კომპიუტერულად, ინტერნეტით, თავისივე სკოლებში სრულიად უფასოდ გაივლიან. შესაბამის სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ 23 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით აირჩიონ სასურველი დრო. მონაწილეობისათვის წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო. ტესტირება მე-11 და მე-12 კლასელებს ჩაუტარდებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, #სანდოთანამგზავრი აბიტურიენტებისა და მოსწავლეების მხარდამჭერი პროექტია, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ქვეპროექტს აერთიანებს.
გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში ტარდება. ოთხ საგანს (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია) მოსწავლეები მე-11 კლასის ბოლოს აბარებენ, დანარჩენ ოთხს კი -დამამთავრებელი კლასის ბოლოს.
2018 წელს გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.
მკითხველის კომენტარები
(0)