02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აშშ-ის სკოლების ნაწილი 4-დღიან სასწავლო კვირაზე გადადის | Allnews.Ge

აშშ-ის სკოლების ნაწილი 4-დღიან სასწავლო კვირაზე გადადის

ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი სკოლა 4-დღიან სასწავლო კვირაზე გადადის. ამერიკაში იმედოვნებენ, რომ ამ გზით სწავლის საფასურის შემცირება და მასწავლებლების გადამზადება გახდება შესაძლებელი. ოკლაჰომას 210 სკოლა უკვე აქტიურად იყენებს 4-დღიანი სასწავლო კვირის პრაქტიკას, რაც, ამერიკელების ღრმა რწმენით, გააჩენს პერსპექტივას, რომ სამუშაო ადგილს სულ უფრო მეტი კვალიფიციური და გამოცდილი მასწავლებელი დაიკავებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ცვლილების შედეგად ამერიკელი მოსწავლეები დღის განმავლობაში სკოლაში უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ჩვეულებრივ.

მსგავსი სასწავლო სისტემა მოუხერხებელი აღმოჩნდა დასაქმებული მშობლებისთვის, რომლებსაც ბავშვებისთვის მომვლელის უზრუნველყოფა დასჭირდათ.

კოლორადოს ერთი რაიონის სკოლებში ორშაბათს გაკვეთილებისგან სრულად გაათავისუფლებენ მომავალი წლიდან, იმისთვის, რომ მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვის საშუალება მისცენ და ასევე შექმნან დამატებითი პროგრამები მოსწავლეების გასავითარებლად.

სად უხდიან მასწავლებლებს ყველაზე მეტ ხელფასს

ამერიკის ბევრი შტატი მასწავლებლების სიმცირეს განიცდის, იმის გამო, რომ მათ არასაკმარისი, დატვირთვისთვის შეუსაბამო, ხელფასები აქვთ.