01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ვინ არის მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც განათლების მინისტრის პოსტს დაიკავებს | Allnews.Ge

ვინ არის მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც განათლების მინისტრის პოსტს დაიკავებს

საქართველოს პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ბატიაშვილი წარადგინა.

ბატიაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორია და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

მანამდე, იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი იყო. იყო ასევე "სილიკონ ველი თბილისის" პროექტის ხელმძღვანელი (პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი).

2012 წელს ბატიაშვილი გახდა ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი. ის ასევე არის საკონსულტაციო კომპანია IPN Consulting-ის თანადამფუძნებელი.

როგორც პრემიერმა მისი წარდგენისას განაცხადა, ბატიაშვილი პროფესიულ წრეებში ძალიან ცნობილი ფიგურაა.

"მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაარსებას. წლების განმავლობაში იგი გახლავთ ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი და აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან.

ჩვენი მთავარი ამოცანა განათლების სისტემაში და იმ რეფორმაში, რასაც ჩვენ ვგეგმავთ, არის 5 დონიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი განათლების, სკოლის განათლების, პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას, ინოვაციური განათლების სისტემების დანერგვას და რაც მთავარია, განათლებასა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას.

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ბატიაშვილი ჩვენი მხარდაჭერით შეძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თავად მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა კი განაცხადა, რომ რეფორმების გატარება განათლების ხუთივე საფეხურზე უმოკლეს ვადებში დაიწყება, და ის დაფუძნებული იქნება ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, რეფორმები ორიენტირებული იქნება სწრაფ, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც ადამიანური კაპიტალი უნდა მოგვცეს.

"განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი ეს არის ის სფეროები, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბებას და განვითარებას. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ძირეული ცვლილებები, რეფორმების გატარება განათლების 5-ვე საფეხურზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე. ტექნოლოგიების და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ახალგაზრდების წარმატება და ისეთ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკაში. ვფიქრობ, რომ როგორც განათლების მიმართულებით, იგივე ყველა ამ სფეროში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფ შედეგებზე, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენ ვიცით რა ნაბიჯები გადავდგათ, შესაბამისად, ყველა ამ სფეროში დავიწყებთ უმოკლეს პერიოდში უსწრაფესი ნაბიჯების გადადგმას", - განაცხადა ბატიაშვილმა.