23 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
განათლება
18.07.2018 / 10:07
შრიფტის ზომა:

თბილისის მერია ახალგაზრდებისთვის საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების განხორციელებას იწყებს

წელს, 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების განხორციელებას ვიწყებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ახალგაზრდობას პროექტში ჩართვისკენ მოუწოდა.

"ამ პროექტის მიზანია, რომ ახალგაზრდობას შესაძლებლობა მივცეთ, საინტერესოდ გაატარონ ზაფხულის პერიოდი, ამიტომ ყველა მსურველს ვთავაზობ ჩაერთონ ამ პროცესებში, 20 ივლისამდე დარეგისტრირდნენ ჩვენს ვებგვერდზე. 25 ივლისიდან უკვე დაიწყება ლაშქრობები და სხვადასხვა ღონისძიებები.

მგონია, რომ ახალგაზრდებისთვის საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაშიც ვაპირებთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას", - განაცხადა კალაძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თემატური საზაფხულო სკოლები და ბანაკები ტექნოლოგიების, მეწარმეობის, ინჟინერიის, არქიტექტურის, დიზაინის, მოხალისეობისა და სახელოვნებო მიმართულებით იგეგმება. სალაშქრო ტურები კი თბილისის გარშემო არსებულ სალაშქრო მარშრუტებზე განხორციელდება, სადაც მონაწილე ახალგაზრდები პროფესიონალი გიდებისა და ინსტრუქტორების მომსახურებით ისარგებლებენ.

საზაფხულო სკოლების და ბანაკების განხორციელების პერიოდია 2018 წლის 20 ივლისი - 15 სექტემბერი, ხოლო ლაშქრობების - 2018 წლის 25 ივლისი - 30 სექტემბერი.

თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარებასთან ერთად ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. საზაფხულო პროგრამებში ჯამში 2000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

საზაფხულო სკოლების, ბანაკების და ლაშქრობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, განმახორციელებელი ორგანიზაციები, პროგრამა, ლოკაციები, ნაკადების განრიგი და ელექტრონული რეგისტრაციის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.youth.municipal.gov.ge

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისის მერია ახალგაზრდებისთვის საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების განხორციელებას იწყებს | Allnews.Ge