28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
განათლება
18.07.2018 / 13:07
შრიფტის ზომა:

1500-მდე მოზარდი "რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში" დაისვენებს

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში "რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი" გაიხსნა, სადაც 13 -18 წლის 1500-მდე მოზარდი დასვენების პარალელურად, ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურასთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მათემატიკის, რობოტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია, პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით, კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, "რობოტექნიკის" ბანაკი 19 აგვისტოს ჩათვლით მოსწავლეთა 5 ნაკადს უმასპინძლებს. თითოეულ ნაკადში 290-მდე მოსწავლე იქნება. მათთვის ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო, მრავალფეროვანი, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ჩატარდება. ერთი დღე კი, სამხედრო თემას დაეთმობა.

საზაფხულო ბანაკი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა, გიგა გაბელაიამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

1500-მდე მოზარდი "რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში" დაისვენებს | Allnews.Ge