
დღეიდან პირადად მე ვიქნები კურატორი კრიმინალური პოლიციის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან თათბირზე განაცხადა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მისი პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, რომელიც აქამდე აღნიშნულ მოვალეობას ასრულებდა, გადაყვანილია კადრების განკარგულებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ამასთან, გიორგი მღებრიშვილის თქმით, პირადად ის განკარგავს შუამავლის გარეშე კრიმინალურ პოლიციასთან ურთიერთობას, რაც, მისი თქმით, აამაღლებს ეფექტურ მუშაობას.
"დღეიდან პირადად მე ვიქნები კრიმინალური პოლიციის კურატორი, ყველა იმ დეპარტამენტის, რომელიც რეგიონში და თბილისშია, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის, რომლის კურატორი აქამდეც გახლდით. პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გადაყვანილი იქნება კადრების განკარგულებაში. მე ვფიქრობ, რომ თქვენთან ურთიერთობისას შუამავალი არ მჭირდება და მე უფრო აქტიურად უნდა ვიყო ჩართული იმ პროცესებში, რაც საპატრულო პოლიციასა და კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს. ის კოორდინაცია, რომელიც აქამდე არსებობდა, უფრო ეფექტური და მჭიდრო იქნება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
1-ელი-მე-6 კლასების მოსწავლეების წიგნებისა და შესაბამისად, ჩანთების წონა განახევრდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.
როგორც უწყების მიერ მოწოდებული დოკუმენტიდან ირკვევა, აქამდე თითო სახელმძღვანელოს წონა 1-ელიდან - მე-4 კლასის ჩათვლით, დაახლოებით 400 გრამამდე იყო, რაც წელს 200 გრამამდე მცირდება. რაც შეეხება მე-5 - მე-6 კლასების მოსწავლეთა სახელმძღვანელოების საშუალო წონას, აქამდე თითო წიგნი 500 გრამამდე იწონიდა, ახლა კი, წონა 250 გრამამდე მცირდება.
აღსანიშნავია, რომ წიგნების წონა სახელმძღვანელოების რამდენიმე ნაწილად გაყოფის ხარჯზე შემცირდა. კერძოდ, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმძღვანელოების გრიფირების შემდეგ, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოები რამდენიმე საგანში ორ და სამ ნაწილად იყოფა.
კონკრეტულად რომელ საგანში რამდენად ნაწილად იყოფა ამა თუ იმ გამომცემლობის წიგნი, იხილეთ დოკუმენტი.
მკითხველის კომენტარები
(0)