18 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მოსწავლეებს სკოლებში წელს ახალი ენების შესწავლის საშუალება ექნებათ | Allnews.Ge

მოსწავლეებს სკოლებში წელს ახალი ენების შესწავლის საშუალება ექნებათ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას 27 900 აბიტურიენტს სტუდენტობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებულ ძირითად სიახლეებზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, 17 სექტემბერს, 30 ახალი სკოლა მიიღებს მოსწავლეებს კახეთსა

და ქვემო ქართლში, რომელიც აშშ მთავრობისა და "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" მხარდაჭერით აშენდა და აღიჭურვა.

როგორც ჯაშმა განაცხადა, პირველად 25 წლის მანძილზე, განათლების სამინისტრო საკუთარი რესურსით ასრულებს 20 ახალი სკოლის მშენებლობას, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება.

მისი თქმით, I-VI კლასის მოსწავლეებს წელს სრულიად განახლებული და ხარისხობრივად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები ხვდებათ.

მისივე განცხადებით, სექტემბრიდან ინგლისური ენის გარდა, მე-5 კლასის მოსწავლეებს ევროპული და აღმოსავლური ენების შესწავლის უფრო ფართო არჩევანი ეძლევათ.

"ახალ ეტაპს ვიწყებთ ინკლუზიურ განათლებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ჩართულობით და განათლების სამინისტროს ხელშეწყობით. სპეც-პედაგოგები ხდებიან მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ნაწილი. ჩვენ გავამარტივეთ მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზები და სკოლებს უკვე აქვთ უფლება დროებით მოიწვიონ კონკრეტული საგნის სპეციალისტები. ამ ცვლილებით გადაიჭრება სკოლებში კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა ზუსტ მეცნიერებებსა თუ უცხო ენაში. ხორციელდება მანდატურის სამსახურის რეფორმა, რაც იქნება სკოლის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი ინფორმაციით, ანგელა მერკელის ვიზიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე. „სექტემბერში, ჩვენ დავასრულებთ მუშაობას პროფესიული განათლების კანონზე, რომელიც საჯარო და კერძო კოლეჯების სისტემას უფრო ეფექტურს გახდის. პროფესიული განათლების კანონი შექმნის როგორც საქართველო-გერმანიის, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბაზისს", -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ის გამოეხმაურა საქართველოში ევროპული სკოლის გახსნის მნიშვნელობას.

"როგორც ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, ეს პროექტი შეიძლება გახდეს რეგიონული თანამშრომლობის სიმბოლო საამაყოა, რომ სწორედ საქართველო გახდა ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, სადაც გაიხსნა მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სკოლა", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ გამოსვლაში კომიტეტის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება: მაქსიმალურად მეტი ინვესტიცია განათლების სისტემაში; სახელოვნებო და სპორტული განათლების გაუმჯობესებაზე; პროფესიული და უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმა; საგამოცდო და ტესტირების სისტემების გადახედვა განათლების ყველა საფეხურზე.