
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ვლადიმერ აფხაზავა მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის დასახელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქ-გვერდი "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" ავრცელებს.
"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა", - აღნიშნულია გვერდის განცხადებაში.
ვლადიმერ აფხაზავა სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. აფხაზავა პროგრამის - ”მომავლის თაობა” ერთ-ერთი ბენეფიციარია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას სკოლებში. წლის მასწავლებელი საკუთარ წარმატებას და პროფესიულ კვალიფიკაციას დიდწილად სწორედ ამ პროგრამას უმადლის.
სტატია ლადო აფხაზავას შესახებ წაიკითხეთ აქ