
სკოლებში სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიმე ოფიციალური დასვენების დღეა დარჩენილი. სააღდგომოდ მოსწავლეები 26 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
ოფიციალური უქმე დღეა 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე.
მოსწავლეები ისვენებენ 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს და 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშნვნის დღეს. თუმცა წელს ორი დღესასწაული კვირას ემთხვევა. ასევე, განიხილება 12 მაისის საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღედ გამოცხადებაც, თუმცა ჯერ-ჯერობით ინიციატვივა არ დამტკიცებულა.
ჩამოთვლილ დღეებში დაისვენებენ ბაღებიც.
ივნისში ოფიციალური დასვენების დღე არ არის. 15 ივნისს კი სასწავლო პროცესი სრულდება სკოლებში, 27 მაისს სწავლას ასრულებენ პირველკლასელები, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სწალის დასრულების ოფიცილურ თარიღად 20 მაისია განსაზღვრული.
ბაღებში კი სააღმზრდელო პროცესი ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.