მსოფლიო
23.05.2019 / 07:05
შრიფტის ზომა:

"არ არის გამორიცხული, მალე სერიოზული ადამიანი გახდეს" - რას წერს დასავლური და რუსული მედია ვლადიმერ ზელენსკიზე

"არ არის გამორიცხული, მალე სერიოზული ადამიანი გახდეს" - რას წერს დასავლური და რუსული მედია ვლადიმერ ზელენსკიზე

ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 20 მაისიდან შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია უკრაინის სახელმწიფო რადაში გაიმართა. ცერემონიის დროს, ზელენსკის ხელისუფლების სიმბოლოები, მათ შორის სამკერდე ნიშანი და ბეჭედი გადაეცა.

ახლადარჩეულ პრეზიდენტზე მთელი მსოფლიო საუბრობს. საკმაოდ ექსცენტრიული ლიდერის მიმართ ყველას თავისებური მოსაზრება აქვს.

"პოლიტიკა სერიოზული საქმეა, თუმცა თუ პროფესიონალი კომიკოსი ფრთხილად იმოქმედებს, არ არის გამორიცხული პუტინსაც დასცინოს…" - წერს გამოცემა Time უკრაინის პრეზიდენტის შესახებ მომზადებულ სარედაქციო სტატიაში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"შესაძლოა, მის გაპრეზიდენტებას ისე შევხედოთ, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების მცდელობას, სადაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის ომს 13 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, შესაძლოა, ეს ყველაფერი ტრადიციულ, კლასიკურ-პოლიტიკურ არჩევნებზე კატეგორიული უარის თქმად შევაფასოთ. არ არის გამორცხული, რომ ძალიან მალე ის სერიოზული ადამიანი გახდეს. არის გარკვეული ნიშნები, რომ ის სუსტი მმართველი იქნება, რადგან ქაოტური მოქმედებები ახასიათებს, თუმცა კომიკოსებს არაერთ ქვეყანაში პოლიტიკური წარმატებები აქვთ ზუსტად იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკური ისტებლიშმენტის მტრები არიან..."- წერს გამოცემა.

გამოცემა მას იტალიელ კომიკოსს ბეპე გრილოს ადარებს, რომელიც "მოძრაობა ხუთი ვარსკვლავის" ერთ-ერთი დამფუძნებელია, ახლა კი მმართველ კოალიციაში შედის. ასეთივე წარმომადგენელი ჰყავთ სლოვაკეთშიც. როგორც ცნობილია კომიკური წარსულის მქონე, სატირის ჟანრის წარმომადგენელი მარია შარეცი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და პროგრესულად მოაზროვნე მერი ჰყავს ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკს, რომელიც თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობას ხუმრობით შეჰპირდა, რომ ქვეყნის პარლამენტში ნარკოტიკები აღარ იქნებოდა.

"თუმცა, ახლა უკრიანას ხუმრობისთვის არ სცალია. ზელენსკი უკვე აპირებს რუსეთთან სხვა სახის ურთიერთობას მიაღწიოს და ის არ იქნება "ტყვის" მდგომარეობაში, აპირებს მიაღწიოს მშვიდობას, ოღონდ არა ტერიტორიების დათმობის საფუძველზე" - წერს გამოცემა.

ბრიტანული საგაზეთო გამოცემა iz.ru, რომელიც რამდენიმე ხნის წინ independent-მა იყიდა, წერს, რომ ზელენსკის მოუწევს უფრო ახლოს იყოს ამერიკასთან, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ერთი სატკივარი აქვს - რუსეთი. მას მაგალითად მოჰყავს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი, რომელმაც ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისგან რამდენიმე მილიონი დოლარი აიღო, რის გამოც პატიმრობა მიუსაჯეს.

"წინასაარჩევნო კამპანაში რუსეთის როლი, ეს ერთ-ერთი საკვანძო თემაა, რაც ამერიკასა და უკრაინას აერთიანებს. ახლა მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ უკრაინის მიმართ მისი დამოკიდებულება ტრამპს მომდევნო არჩევნებში გადარჩენაში დაეხმარება. ამის შესახებ ყველაზე ხმამაღლა ტრამპის ადვოკატი, ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი საუბრობს, რომელმაც თავის დროზე კიევში ვიზიტი გააუქმა. ის ამბობდა, რომ "არ სურდა იმ დარბაზში შესვლა, სადაც ტრამპის, გარკვეულ ვითარებაში კი ამერიკის მტრები ისხდნენ" - წერს გამოცემა.

გერმანელი პოლიტოლოგი ბეატე აპელტი dw.com-სთან საუბარში ამბობს, რომ ზელენსკის მთავარი რისკები და გამოწვევა რუსეთთან ურთიერთობა და რეფორმებია.

"საგარეო კურსის მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდები, მით უფრო, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, თუმცა ასევე თქვა, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო. პოროშენკო ცდილობდა, ზელენსკი პრორუსულ პოლიტიკოსად წარმოეჩინა, რაც არასერიოზულია. ის რუსულენოვანი პოლიტიკოსია, თუმცა არა პრორუსი", - ამბობს პოლიტოლოგი გამოცემასთან ინტერვიუში.

ambebi.ge

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასებმა, შესაძლოა, 1800 ლარს მიაღწიოს - განათლების მინისტრი | Allnews.Ge

2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასებმა, შესაძლოა, 1800 ლარს მიაღწიოს - განათლების მინისტრი

2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასებმა, შესაძლოა, 1800 ლარს მიაღწიოს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს დაპირება გრძელვადიანია, მაგრამ სექტემბერში ყველა იმ პედაგოგს გაეზრდება ხელფასი, რომელთა კვალიფიკაციაც დადასტურებულია. პროცესი გაგრძელდება ყოველ წელს და მინიმუმ 150 ლარი მოემატებათ. ასე, ეტაპობრივად მივალთ 2022 წლამდე და მათი ხელფასი 1.500-1.800 ლარს მიაღწევს. სამწუხაროდ, ქართველებს ორი უკიდურესობა გვაქვს - რაღაც ან საერთოდ არ გვინდა, ან ახლავე გვინდა. ერთ დღეში ყველაფრის შეცვლა ხომ შეუძლებელია? ინფრასტრუქტურაც უნდა გაუმჯობესდეს, პედაგოგის კვალიფიკაციაც გაიზარდოს, რისთვისაც გადამზადების ბევრი პროგრამა გვაქვს, ახალი პედაგოგები გაჩნდებიან“, - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუში მიხეილ ბატიაშვილი ასევე შეეხო სკოლის საატესტატო გამოცდების მოხსნის საკითხსაც და აღნიშნა, რომ გამოცდებისთვის მიღებული ცოდნა ზედაპირულია.

„ჩვენ თუ მხოლოდ ბოლო ორ წელიწადზე გავაკეთეთ აქცენტი, გამოდის, სკოლა ფუნქციას კარგავს, რადგან ვალდებულია, პირველიდან ბოლო კლასამდე მისცეს ბავშვს სათანადო განათლება. განათლების დღევანდელი შედეგები ისეთი დაბალია, ამაზე უარესი რთული წარმოსადგენია. ახლა ვფიქრობთ, როგორ გავაუმჯობესოთ. როდესაც მასშტაბური რეფორმები ტარდება, ბუნებრივია, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, მაგრამ ფაქტია, რაღაც აუცილებლად შესაცვლელია. სკოლა უნდა დაემსგავსოს სკოლას! დღეს როგორც მშობლის, ასევე ბავშვის მთლიანი რესურსი ბოლო ორ წელიწადში რეპეტიტორებთან მომზადებაზე იხარჯება, რადგან სკოლა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ავტომატურად ჩნდება გარე გადამზადების მოთხოვნა. როდესაც სკოლა დაიბრუნებს ფუნქციას, რეპეტიტორების პრობლემაც მოიხსნება“, - დასძინა მიხეილ ბატიაშვილმა.