
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი დაავადების გავრცელების თვალსაზრისით არავითარ რისკს არ წარმოადგენს. ამის შესახებ გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსით გარდაცვლილის სახლში დასვენება და პანაშვილის გადახდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ შემთხვევაში რისკის შემცველი დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრაა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარის სახლში დასვენება ნამდვილად უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს, სასურველია, რომ ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში. ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები, იქნება ეს თავშეყრა სასიხარულო თუ დაკავშირებული გარდაცვალებასთან და ჩვენს შესაბამის რიტუალებთან, რაც გვაქვს ტრადიციულად. ამიტომ, ჩვენ ყოველმხრივ თავი უნდა შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან გამოცდას წერდნენ, ეპიდემიოლოგები აკვირდებიან.
როგორც მან დღეს განათლების სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, დიდი ალბათობით, მათ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ, ხოლო ყველა გამოცდის წინ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.
"9 აბიტურიენტთან, ვისთანაც ეს აბიტურიენტი გამოცდას წერდა, ამჟამად ჩვენი ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დიდი ალბათობით, ალბათ, მათ საკარანტინო სივრცეში გადასვლა დასჭირდებათ და საკარანტინო სივრციდან ყველა გამოცდის წინ ასე მოვილაპარაკეთ და ასეთია გადაწყვეტილება, რომ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება ყველა გამოცდაზე გასვლის წინ. ვნახეთ, რომ ორი დამკვირვებელია, მაგრამ ჩვენ კარგად დავაკვირდით, ვნახეთ ვიდეოჩანაწერი და დამკვირვებლები საკმაოდ კარგად იცავდნენ იმ წესებს, რაც პირველად პროტოკოლით იყო განსაზღვრული და დიდი ალბათობით, მათ იზოლირება არ დასჭირდებათ", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ინფიცირებულ აბიტურიენტის კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან.
როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, დღეს, დილის მონაცემებით, ორი ადამიანია, რომლის ინფიცირების წყარო ამ ეტაპამდე დადგენილი არ არის.
ცნობისთვის, 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა.
მკითხველის კომენტარები
(0)