სტიპენდია “არაფრის კეთებაში”- ჰამბურგის უნივერსიტეტი 3 აპლიკანტს 1900$-ს "არაფრის კეთებაში" გადაუხდის
ვებგვერდ stipendia.ge-ს მიხედვით გერმანიის, ჰამბურგის ხელოვნების უნივერსიტეტი "არაფრის კეთებაში" 3 სტიპენდიას აცხადებს . პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს მსოფლიოს მასშტაბით. სტიპენდიის ოდენობა 1900 აშშ დოლარია.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადააგზავნონ პასუხი 3 კითხვაზე: რა უნდა გავაკეთო რომ ჩემი არაფრის კეთებით ირგვლივ ადამიანები არ დაზარალდნენ. ასევე უპასუხონ რისი გაკეთება არ სურთ? რამდენი ხნით და რატომ არის ის შესაფერისი ადამიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად.
იხილეთ სტიპენდიის ბმული:
https://www.hfbk-hamburg.de/de/projekte/schule-der-folgenlosigkeit/