რის წაკითხვას გვირჩევს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი? - ნახეთ ჯეფ ბეზოსის საყვარელი წიგნები
ჯეფ ბეზოსმა მისი მეგა კომპანია თავდაპირველად წიგნების გაყიდვით დაიწყო. წლების წინ Amazon წიგნებს ონლაინ ყიდდა, განვითარება და მსოფლიოში პოზიციონირება კომპანიამ ნელ-ნელა შეძლო. გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი წიგნებს კითხულობს. მისი თქმით, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ მისი ფანტაზია განუსაზღვრელია და ახალი იდეების გენერირებაში სწორედ წიგნები ეხმარებიან.
ბეზოსის ზოგიერთი საყვარელი წიგნი მნიშვნელოვანი იყო ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად, როგორიცაა Kindle და Amazon Web Services.
მისი განცხადებით, მან ყველაზე ღირებული ბიზნეს გაკვეთილები წიგნებიდან ისწავლა. საინტერესოა, რა დაეხმარა მას ბიზნესსი წარმატების მიღწევაში? აი რას ურჩევს ბიზნესმენი დაინტერესებულ პირებს:
"The Remains of the Day" (დღის ნარჩენები)
კაზუო იშიგუროს ეს რომანი მოგვითხრობს ინგლისში მიმდინარე ომის დროს, ინგლისელ კაცზე, რომელიც შვებულებაში ყოფნისას ეჭვქვეშ აყენებს თავის ერთგულებას დამსაქმებლისადმი.
ბეზოსმა წიგნის შესახებ თქვა: „მის წაკითხვამდე არ მეგონა, რომ სრულყოფილი რომანის არსებობა შესაძლებელი იქნებოდა“.
"Built to Last: Successful Habits of Visionary Companies" ( შენება ბოლოსთვის: ხედვის მქონე კომპანიების წარმატებული ჩვევები)
ეს წიგნი ეყრდნობა სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო სკოლის ექვსწლიან კვლევას, რომლებიც შეისწავლიდნენ საკითხს, თუ რა განასხვავებს განსაკუთრებულ კომპანიებს მათი კონკურენტებისგან.
ბეზოსმა თქვა, რომ ეს მისი "საყვარელი ბიზნეს წიგნია".
"The Black Swan: The Impact of the Highly Improbable" (შავი გედი: უაღრესად წარმოუდგენელის გავლენა)
ნასიმ ნიკოლას ტალებმა ამ წიგნით პოპულარული გახადა ტერმინი: “შავი გედი“. ის ასეთ მოვლენებს წიგნში წარმოუდენელი დეფინიციებით განსაზღვრავს. იხილეთ სრულად