როდის დაიწყება და სადამდე გაგრძელდება სააღდგომო არდადეგები?
წელს აღდგომას მართლმადიდებლური ეკლესია 16 აპრილს აღნიშნავს. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, ორშაბათი -მიცვალებულთა მოხსენიების დღე.
შესაბამისად, მოსწავლეები 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად უქმე დღეების დროს საბავშვო ბაღებიც ისვენებს, შესაბამისად თარიღები ბაღის აღსაზრდელებსაც ეხება.
სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი დასვენების დღეებია დარჩენილი:
- 9 აპრილი
- 9 მაისი
- 12 მაისი
- 26 მაისი