ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური შეფასება მიიღეს?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. დღეს აბიტურიენტებმა შედეგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიგეს. გაგაცნობთ მომავალ სტუდენტებს, რომლებმაც მაქსიმალური, 60 ქულის მიღება შეძლეს:
ნია ჩაჩანიძე, ნინი აბჟანდაძე და ბარბარე ფანცხავა სწორედ ის აბიტურიენტები არიან, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულა მიიღეს.
ნია ჩაჩანიძე სკოლა "ოპიზას" კურსდამთავრებულია. ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასების, 60 ქულის მიღება შეძლო. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. ამბობს, რომ შედეგის მიღწევა შრომისმოყვარეობისა და სისტემატური მუშაობის შედეგია:
- ეს საკმაოდ დიდი შრომის შედეგია, მოვინდომე, ბევრი რამ წავიკითხე და სისტემატურად ვმუშაობდი. მასწავლებელთანაც დავდიოდი და საბოლოოდ, ყველაფერმა ერთად, გაამართლა. საუკეთესო მასწავლებელი მყავდა და ამ შედეგში მისი როლი ძალიან დიდია. მშობლებიც მაქსიმალურად მეხმარებოდნენ და მგონია, მათ გარეშე არაფერი გამომივიდოდა. უმაღლესი შედეგის მისაღწევად ზოგად განათლებას, კლასგარეშე ლიტერატურის წაკითხვას, ფილმების ნახვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მასწავლებელი ხშირად გვირჩევდა, რა ტიპის მასალისთვის მიგვექცია ყურადღება... წაიკითხეთ სრულად