რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც უნდა გაითვალისწინოთ:
ყურადღებით გაეცანით თითოეული დავალების პირობას და ზედმიწევნით შეასრულეთ მითითებები.
- რედაქტირების დავალების შესრულებისას, ჯერ თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ ტექსტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ შეცდომებისა და ხარვეზების გასწორება.
- ტესტში შემოთავაზებულ ნაწარმოებთა არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი – თქვენთვის საინტერესო და მიმზიდველი უნდა იყოს როგორც თავად ტექსტი, ისე ის პრობლემა, რომელიც მას გასაანალიზებლად ახლავს.
- წაკითხულის გააზრების დავალებების შესრულებისას ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ტექსტი, რათა გაიაზროთ მისი მთავარი სათქმელი და ავტორის მიზანდასახულობა; ამის შემდეგ გაეცანით შეკითხვებსა და ასარჩევ პასუხებს, დაუბრუნდით ტექსტს და დაკვირვებით გაიაზრეთ ის კონკრეტული მონაკვეთი, რომელსაც ესა თუ ის შეკითხვა ეხება.
- გამოცდაზე სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ საფუძვლიანად შეისწავლოთ და ღრმად გაიაზროთ საპროგრამო ნაწარმოებები. უნდა შეგეძლოთ საპროგრამო ტექსტების ანალიზი, მათში წამოჭრილი პრობლემატიკის გამოკვეთა და საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ამ საკითხებზე არგუმენტირებული მსჯელობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ როგორც საპროგრამო, ისე არასაპროგრამო ტექსტების სათანადოდ გააზრებასა და სიღრმისეულ ანალიზს. იხილეთ სრულად