20 მაისს პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება - ვადები და წარსადგენი დოკუმენტები
20 მაისს 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთაო საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
საყოველთაო რეგისტრაცია დილის 09:00 საათიდან დაიწყება.
2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები,რომლებსაც 6 წელი 1-ელდეკემბრამდეშეუსრულდებათ.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, 16 მაისამდე პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს და რეგისტრირდებიან ისინი, რომელთა:
ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ საჯარო სკოლაში;
ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;
გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის საჯარო სკოლის პირველ კლასში.მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. იხილეთ სრულად