"გულიც გამისკდება, თუ ვერ ჩააბარებ."- 5 "ვითომ გამამხნევებელი" ფრაზა, რომლებიც მოზარდს გამოცდების წინ არ უნდა უთხრათ
სასწავლო წლის ბოლოს ბევრი სკოლა ატარებს გამოცდებს, აბიტურიენტები კი ეროვნული გამოცდების მოლოდინში არიან. ამ დროს მოზარდის ფსიქოლოგიურ მზაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი, ყველანაირად ვცდილობთ გავამხნევოთ ბავშვები, მაგრამ ზოგიერთი ფრაზა ამ დროს უფრო დამთრგუნველად მოქმედებს.
საშიში „დემოტივატორი“ ფრაზები, რომლებიც ბავშვების თავდაჯერებულობას კლავს.
„არც იფიქრო, რომ ვერ ჩააბარებ“
"თუ უნივერსიტეტში ვერ ჩააბარებ, მოგიწევს დამლაგებლად „მუშაობა".
რისი მომცემია ეს ფრაზები? მუქარებია, რომელთა განხორციელებასაც არავინ აპირებს (ან პრინციპში ვერც) მანიპულირება და უაზრობაა. რა თქმა უნდა, მოზარდებს ესმით, რომ ცხოვრება არ მთავრდება ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დაბალი ქულის გამო. მიუხედავად ამისა, როგორც სკოლაში, ასევე სახლში, საშუალო სკოლის მოსწავლეებს ყველაზე საშინელი პერსპექტივებს უსახავენ.
მოსწავლის სასწავლებლად მობილიზება დაშინების დახმარებით ვერ ხერხდება.
ამ ტექნიკამ რომც იმუშაოს, ის დიდხანს არ გაგრძელდება. სამაგიეროდ, მოზარდის სულიერ მდგომარეობაზე დიდხანს დატოვებს კვალს: ბავშვი ან წყვეტს უფროსებისადმი ნდობას, ან ნევროზამდე „შეშინებულია“.
რისი თქმა ჯობია? გულწრფელად აღიარეთ თქვენი საზრუნავი („მეშინია შენი მომავლის“) და მშვიდად განიხილეთ მოვლენების განვითარების რეალური ვარიანტები: „მოდი, ვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ, თუ რამე არასსასურველი მოხდება გამოცდების დროს“.
"გულიც გამისკდება, თუ ვერ ჩააბარებ."
"მე იმედგაცრუებული ვიქნები შენგან, თუ შენ...".
რისი მომცემია ეს ფრაზა? როგორც ჩანს, ზრდასრული გულწრფელად უზიარებს ბავშვს თავის ემოციებს,, მაგრამ სინამდვილეში ის ცდილობს დანაშაულის გრძნობაზე ითამაშოს: „მე შენ პასუხისმგებელს გხდი ჩემს ბედნიერებაზე, მაგრამ შენ არ ამართლებ ნდობას“
ეს სიტყვები ინფანტილურად ჟღერს და დამამცირებელია.
გამოდის, რომ ბავშვის ღირებულება განისაზღვრება მხოლოდ მისი უფროსების იდეალთან შესაბამისობით - თუ ქულების არასწორი რაოდენობა დააგროვა, არასწორი ნაბიჯი გადადგა, დედა გააბრაზა, კვარცხლბეკიდან ჩამოაგდებენ.
ყოველივე ამის შემდეგ, მოზარდებს ძალიან ეშინიათ მშობლების გაღიზიანების - იმდენად, რომ ხშირად აღარც კი საუბრობენ თავიანთ უსიამოვნებებზე.
რისი თქმა ჯობია? „რა თქმა უნდა, მინდა, რომ კარგი ქულა მიიღო. თუ დაბალ ქულებს მიიღებ, საწყენი იქნება, მაგრამ გამოსავალს მოვძებნით.” იხილეთ სრულად