როდის გადაეცემათ მოსწავლეებს სკოლაში მიღებული მედლები და რა ძალა აქვს მედალს? - განმარტება სამინისტროდან | Allnews.Ge

როდის გადაეცემათ მოსწავლეებს სკოლაში მიღებული მედლები და რა ძალა აქვს მედალს? - განმარტება სამინისტროდან

ყოველწლიურად წარჩინებული მოსწავლეები სკოლის დასრულების შემდეგ ოქროს ან ვერცხლის მედალს იღებენ. მედლების გაცემის მიზანი კი მათი წახალისება და მოტივაციის ამაღლებაა. ამიტომაც, არაერთ მშობელსა და მოსწავლეს აინტერესებს, როდის გადაეცემათ სკოლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები. შეკითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ.

"წლევანდელი კურსდამთავრებულების სიები ჯერჯერობით გადმოგზავნილი არ არის. რაც შეეხება წინა წლის მედალოსნებს, ტენდერი ახლახან დასრულდა, შერჩევა/შეფასების ეტაპი მიმდინარეობს, როგორც კი კომპანია გამოვლინდება, გადაცემის ზუსტი თარიღი გვეცოდინება." - გვითხრეს სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით. იხილეთ სრულად