ყველაზე მოთხოვნადი საჯარო სკოლები საქართველოში, სადაც პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის დღეს ადგილები ყველაზე სწრაფად შეივსო - მონაცემები განათლების სამინისტროდან | Allnews.Ge

ყველაზე მოთხოვნადი საჯარო სკოლები საქართველოში, სადაც პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის დღეს ადგილები ყველაზე სწრაფად შეივსო - მონაცემები განათლების სამინისტროდან

2024-2025 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისიდან დაიწყო და 13 ივნისამდე გაგრძელდა. რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 12 ივლისის ჩათვლით სკოლაში დარეგისტრირება შეუძლიათ იმ ბავშვებს, რომლებმაც I, II და III ეტაპებზე დარეგისტრირება ვერ შეძლეს ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ.

რეგისტრაციის პროცესი ბევრი მშობლისთვის განსაკუთრებით სანერვიულოა, რადგანაც ყველა სასურველ სკოლაში მოხვედრას ვერ ახერხებს. ადგილები სწრაფად ივსება და ალტერნატიული ვერსიის განხილვა უწევთ.

რაკი, პირველკლასელთა რეგისტრაციის ძირითადი ეტაპები უკვე დასრულდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, სადაც ყველაზე სწრაფად შეივსო ადგილები და ამავდროულად, ყველაზე მეტი ან ცოტა პირველკლასელი დარეგისტრირდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემები 14 ივნისის ჩათვლით არსებულ სტატისტიკას ეყრდნობა.

20 საჯარო სკოლა, სადაც პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის დღეს, ადგილები ყველაზე სწრაფად შეივსო:

  • იმერეთი - ქუთაისი - სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა
  • თბილისი - ძველი თბილისი სსიპ - თბილისის კლასიკური გიმნაზია
  • აჭარა - ბათუმი - სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა
  • აჭარა - ბათუმი - სსიპ - ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლა
  • თბილისი - ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქალაქ თბილისის №221 საჯარო სკოლა
  • თბილისი - ვაკე-საბურთალო - სიპ - ქალაქ თბილისის №186 საჯარო სკოლა
  • იმერეთი - ქუთაისი - სსიპ - იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლა
  • აჭარა - ბათუმი - სსიპ - ქალაქ ბათუმის №10 საჯარო სკოლა
  • აჭარა - ბათუმი - სსიპ - ქალაქ ბათუმის №14 საჯარო სკოლააჭარა - ბათუმი - სსიპ - ქალაქ ბათუმის №8 საჯარო სკოლა
  • თბილისი - ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქალაქ თბილისის №61 საჯარო სკოლა
  • შიდა ქართლი -გორი -სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლა
  • თბილისი - ძველი თბილისი ს - სიპ - ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლა
  • იმერეთი - ქუთაისი - სსიპ - ქალაქ ქუთაისის №30 საჯარო სკოლა
  • თბილისი - გლდანი-ნაძალადევი - სსიპ - ქალაქ თბილისის №177 საჯარო სკოლა
  • აფხაზეთი - აფხაზეთი - სსიპ - ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის №6 საჯარო სკოლა
  • თბილისი - ისანი-სამგორი - სსიპ - ქალაქ თბილისის №85 საჯარო სკოლა

იხილეთ სრულად