რა ღირს სწავლა საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლებში? | Allnews.Ge

რა ღირს სწავლა საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლებში?

ტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის კერძო სკოლებში სულ 66 503 მოსწავლე სწავლობდა. თუკი წლების მიხედვით არსებულ სტატისტიკას შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს მონაცემი მზარდია და კერძო სკოლების მიმართ მოთხოვნა და ინტერესი წლიდან წლამდე იმატებს. კერძო სკოლებში წლიურად სწავლის გადასახადი განსხვავებულია. ზოგიერთი მოსწავლეებს საერთაშორისო პროგრამებს სთავაზობს, ზოგიც ეროვნულ პროგრამას მიჰყვება.

დღეს გაგიზიარებთ ინფორმაციას, თუ საშუალოდ რამდენია გადასახადი საქართველოში რამდენიმე ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო სკოლაში:

QSI - საერთაშორისო სკოლა

გადასახადი ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის 27 900 დოლარია წელიწადში. კვება და ტრანსპორტირება დამატებითი თანხა ჯდება.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია:

სწავლის საფასური 2024-2025 სასწავლო წლისთვის:

VIII კლასი - წლიური სწავლის საფასური 16 500 ლარი.

IX-XII კლასები - წლიური სწავლის საფასური 28,000 ლარი.

სკოლა ლოგოსი

ყველა საფეხურზე სწავლა ერთი წლის განმავლობაში 5 500$.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა

11 900 ლარია სწავლის საფასური, შედის, კვება, თემატური ექსკურსიები და გახანგრძლივებული ჯგუფები. ტრანსპორტირება წლის განმავლობაში თბილისის მასშტაბით 1700 ლარი ღირს, ხოლო წყნეთი-ბეთანია-ბაგები 1200 ლარი. ფორმები და სახელმძღვანელოები 500-დან 800 ლარამდე, ერთჯერადი გადასახადი. იხილეთ სრულად