რამდენი აბიტურიენტი იღებს გრანტს და რამდენი ხვდება უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების შემდეგ - ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები | Allnews.Ge

რამდენი აბიტურიენტი იღებს გრანტს და რამდენი ხვდება უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების შემდეგ - ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები

რამდენმა აბიტურიენტმა მოიპოვა გასულ წლებში უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება და რა რაოდენობის გრანტი გაიცა - სტატისტიკური მონაცემები

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და კვლავ მიმდინარეობს. საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკურ მონაცემებსაც გაგვიზიარებს. ყოველწლიურად დარეგისტრირებული აბიტურიენტების გარკვეული რაოდენობა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლებას ვეღარ მოიპოვებს. გრანტებიც განსაზღვრულ რაოდენობაზე გაიცემა. ვიდრე 2024 წლის გამოცდების შედეგებს გავიგებთ, გადავხედოთ წინა წლების სტატისტიკას - რამდენმა აბიტურიენტმა მოიპოვა უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლება და რა რაოდენობის გრანტი გაიცა:

2023 წელი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლება 34 800-ზე მეტმა გამოსაცდელმა მოიპოვა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77 %-ია.

2023 წელს დაფინანსდა 12 000-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი 6 540-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 450-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 500-ზე მეტი გამოსაცდელი.

2022 წელი

2022 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა მოიპოვა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა. 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი - 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა.

იხილეთ სრულად