ვინ არის ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც აბიტურიენტებს უფასოდ ამეცადინებს?
მარიამ ჯომიდავა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტია. სწავლის პარალელურად მოსწავლეებს ინგლისურ ენაში ამზადებს, თავისუფალ დროს კი უყვარს მუსიკის მოსმენა, წიგნების კითხვა, წერა და ფილმების ყურება. ჩვენი ყურადღება მარიამის ინიციატვიამ მიიქცია. იმ აბიტურიენტებს, ვისაც წინასაგამოცდოდ რეპეტიტორთან მომზადების შესაძლებლობა არ აქვს, სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს ინგლისურ ენაში მომზადებას.
- აბიტურიენტების მომზადება არც ისე დიდი ხანია დავიწყე, თუმცა ამ მოკლე დროში შევძელი, რომ მყავდეს წარმატებული მოსწავლეები. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩემი მოსწავლეები თავს გრძნობდნენ კომფორტულად და რაც მთავარია, ჰქონდეთ სწავლის მოტივაცია. ვიყენებ აქტიური სწავლების მეთოდებს, ასევე სხვადასხვა ტექნოლოგიას და ყველა ტიპის ონლაინ რესურსს, რათა სწავლება არ იყოს მოსაწყენი პროცესი. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, უმთავრესია ჩემი მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობა სწავლის ყველა ეტაპზე.
- წლევანდელი გამოცდებით და მიღებული შედეგებით როგორი კმაყოფილი ხართ?
- წლევანდელი გამოცდებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩემმა მოსწავლეებმა მოლოდინს გადააჭარბეს, ერთ-ერთმა მაქსიმალური ქულა მიიღო ინგლისურ ენაში და ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი მომენტი...
რა თქმა უნდა, ყველა გამოცდა გარკვეულ სირთულესთან ასოცირდება, თუმცა შესაბამისი შემზადებით იკლებს სტრესის დონე. მათთვის სირთულეებთან გამკლავება გამოწვევაა და წინასაგამოცდო სტრესიც ნაკლებად ახდენს გავლენას მათ შედეგებზე.
- როგორც პედაგოგი, რას ურჩევდით მომავალ აბიტურიენტებს, რას მიაქციონ ყურადღება, რა საკითზე იმუშაონ ყველაზე მეტად, რა დრო დაუთმონ სწავლას, რა უნარები გამოიმუშაონ სასურველი შედეგის მისაღებად?
- მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, შრომა ყოველთვის დაფასდება. სწავლას დაუთმონ საჭიროზე მეტი დრო, მოუსმინონ პოდკასტებს, წაიკითონ წიგნები, ნახონ ფილმები ინგლისურად, რათა გაიუმჯობესონ მოსმენის უნარები, ეს კავშირშია ენის ათვისებასთან და არა სწავლასთან. იხილეთ სრულად