ტყუპი და-ძმა 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა - ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვეს | Allnews.Ge

ტყუპი და-ძმა 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა - ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.

2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი.

kvirispalitra.ge გაგაცნობთ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს.

katosheshelidze-1724766341-1724828460.jpeg

Captionკატო შეშელიძე კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულია, რომელიც სრული დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში.

"ჩავირიცხე "თავისუფალ უნივერსიტეტში, გამოცდების შედეგებით ველოდი, რომ 100%-იან გრანტს ავიღებდი. ქართულში -55.8, ინგლისურში -70, მათემატიკა - 51 ქულა ავიღე. კომპიუტერული მეცნიერებით და დაპროგრამებით ვარ დაინტერესებული, მინდა ამ სფეროს შესწავლა. "თავისუფალ უნივერსიტეტში" ბევრი ნაცნობი მყავს, მათ შორის კომაროველები, იქ სწავლაზე ორიენტირებული გარემოა, ძალიან განათლებული და კეთილი ადამიანები მუშაობენ.

მხოლოდ ინგლისურში დამჭირდა ცოტა ხნით რეპეტიტორთან მისვლა, გამოცდებზე კარგი შედეგი სკოლისა და მასწავლებლების დამსახურებაა. ჩვეულებრივ ვესწრებოდი გაკვეთილებს.

აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე იმიტირებული გამოცდებში მიიღიონ მონაწილეობა, დროის მართვას შეეჩვიონ, ტაიმერები გამოიყენონ, პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობისთვის" - ამბობს კატო შეშელიძე.

იხილეთ სრულად