სასწავლო წრეები, რომელიც გაძვირებული დაგხვდებათ
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რეპეტიტორის მომსახურება გაძვირდა.
უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ მომსახურებაზე ფასის მატებამ 5.69% შეადგინა. ამავე მონაცემების თანახმად, გაზრდილია შემდეგი სასწავლო წრეების გადასახადები:
შემოქმედებითი წრე - წლიურად 9.93%-იანი ზრდა;
სპორტული წრე - წლიურად 9.8%-იანი ზრდა;
უცხო ენების შესწავლა - წლიურად 2.87%-იანი ზრდა.
გარდა ამისა, აგვისტოში წლიურად გაზრდილია უმაღლესი სასწავლებლის გადასახადები. იხილეთ სრულად