რომელ პროფესიებზე იმატებს ან იკლებს მოთხოვნა და როგორია "ჩაჭრილებისა" თუ უმაღლესქულიანების სტატისტიკა? - რას გვაჩვენებს ეროვნული გამოცდების შედეგები წლიდან წლამდე | Allnews.Ge

რომელ პროფესიებზე იმატებს ან იკლებს მოთხოვნა და როგორია "ჩაჭრილებისა" თუ უმაღლესქულიანების სტატისტიკა? - რას გვაჩვენებს ეროვნული გამოცდების შედეგები წლიდან წლამდე

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და წლევანდელი აბიტურიენტები 2025 წლის გამოცდებისათვის მომზადებას აქტიურად იწყებენ. ამ სტატიაში შედეგებს შევაჯამებთ და იმ ძირითად განსხვავებებსაც განვიხილავთ, რაც გასული წლის გამოცდებთან შედარებით გამოიკვეთა:

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა. უფრო კონკრეტულად, რეგისტრაცია 47 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. 2023 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე45 000-ზე მეტიაბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.2022 წელს კი 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტატისტიკა მზარდია.

თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ წელს გამოცდებში მონაწილეობა, თავიანთი შესაძლებლობების შესამოწმებლად, სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს. ზუსტი სტატისტიკა, გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან რამდენ პროცენტს შეადგენდნენ, პირობითად, მე-11 კლასელები, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არ გამოუქვეყნებია. თუმცა, ის ადამიანები, რომლებსაც ატესტატი არ აქვთ, უნივერსიტეტებში ჩარიცხვის უფლებას ვერ მოიპოვებენ.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის არჩევით საგნად ყველაზე მეტმა - 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა ისტორია აირჩია. მეორე ადგილზე კი მათემატიკაა. მათემატიკას უპირატესობა 17 000-მდე აბიტურიენტმა მიანიჭა. თუ წინა წლის მონაცემებს შევადარებთ, წელს ისტორია უფრო ნაკლებმა ბავშვმა აირჩია, მათემატიკა კი უფრო მეტმა. კერძოდ, ისტორია 2023 წელს 22 200-მდე აბიტურიენტმა, მათემატიკა კი 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა32 000-ზემეტმააბიტურიენტმა,რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით80%-სშეადგენს.2023 წელს გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 94.05% გავიდა. მათგან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება 82.32%-მა მოიპოვა. იხილეთ სრულად