პირველი დღე სკოლაში წასვლამდე და დაბრუნების შემდეგ- ვინ არის გოგონა ცნობილი ფოტოდან, რომელიც ყოველ წელს, სწავლის დაწყების დღეს თავს გვახსენებს?
დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. სწავლის დაწყება, როგორც წესი, მოსწავლეების უმეტესობას ახარებს. ნაწილს კი, ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ მეცადინეობა დიდად არ ეხალისება.
დღეს სწავლის დაწყების პირველი დღის ყველაზე ცობილი ფოტოს ისტორიას გავიხსენებთ, რომელიც სოციალურ ქსელებს ყოველ წელს ვრცელდება.
შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოში მცხოვრები ხუთი წლის ლუსი სკოლაში პირველად წასვლის წინ დილით დედამ კოხტად გამოაწყო. თუმცა, გაკვეთილების დასრულების შემდეგ კამერით კიდევ ერთხელ აღბეჭდილი კადრი უფრო დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ლუდის დედას სურდა სკოლაში გოგონას პირველი კადრებას აღებეჭდა.
სკოლაში ყოფნისას ლუსიმ სრული ტრანსფორმაცია განიცადა: სახლში მოჩაჩული ჰალსტუხით, უსწორმასწოროდ აწეული წინდებითა და გაჩეჩილ თმაზე ძლივს შერჩენილი ბაფთით დაბრუნდა.
"კი მაგრამ, რას გააკეთე სკოლაში დღის მანილზე"- ჰკითხა ლუსის გაოცებულმა დედამ.
"ბევრი არაფერი",- უპასუხა გოგონა, თუმცა მისი ჩაცმულობა სხვა რამეს ამტკიცებს.