"ყველაზე დიდი პრობლემა სკოლაში უინტერესო გაკვეთილები და არამეგობრული მასწავლებლებია... ბევრი, უაზრო დავალება, რომლის შესრულებაც მშობლებს უწევთ" - რით არიან უკმაყოფილო მოსწავლეების მშობლები | Allnews.Ge

"ყველაზე დიდი პრობლემა სკოლაში უინტერესო გაკვეთილები და არამეგობრული მასწავლებლებია... ბევრი, უაზრო დავალება, რომლის შესრულებაც მშობლებს უწევთ" - რით არიან უკმაყოფილო მოსწავლეების მშობლები

ბოლო დროს უფრო და უფრო იშვიათი გახდა მშობელი, რომელიც სკოლით კმაყოფილია. სკოლა, სადაც ჩვენი შვილები ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პერიოდს ატარებენ, სავსეა მოუგვარებელი პრობლემებით და რაც მთავარია, მათი მოგვარების პერსპექტივაც არ ჩანს. რა აწუხებთ ყველაზე მეტად მოსწავლეების მშბლებს და რით არიან სკოლებისგან უკმაყოფილო? ამის შესახებ მშობლები საკუთარ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში გვიზიარებენ.

"პირველკლასელს 5 გაკვეთილი არ უნდა ჰქონდეს კვირაში 4 დღე"

"არ უნდა გვიწევდეს დილის ცვლის გამო ფასიანში ტარება და უმნიშვნელოვანეს,ი მე -10 კლასიდან უნდა იყოს დიფერენცირებული სწავლება უნდა შეიცვალოს სახელმძღვანელოები, სკოლა უნდა აძლევდეს განათლებას და არა რეპეტიტორები. დაწყებითის ბავშვების უმრავლესობა ემზადება გარკვეულ საგნებში, რადგან სკოლა ვერ აძლევ იმას, რაც საჭიროა"

"მასწავლებელს, რომელსაც 36-44 ბავშვი უზის კლასში და 45 წთ აქვს გამოკითხვის და ახალი მასალის ახსნის დრო, თვეში 20 სასწავლო დღეა, მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ მოუწევს გამოძახება და გამოკითხვა, ფიზიკურად არ ეყოფა და ვერ მიაქცევს ამდენს ყურადღებას. ამას გარდა, მასწავლებლის მხრიდან მასალის გადმოცემის უნარი თამაშობს მთავარ როლს და მოსწავლის მხრიდან ათვისების უნარი. ყველა ბავშვს ერთნაირი ათვისების უნარი არა აქვს, მასწავლებელიც მხოლოდ იმ რამდენიმე მოსწავლით შემოიფარგლება, რომლებიც ადვილად მიჰყვებიან, დანარჩენად თავს აღარ იტვირთავს, ინგლისურში კითხვა დააწყებინეს ბავშვებს მაშინ როცა ანბანი არ უსწავლებიათ და რომ ვიკითხე ეს რა ხდება-თქო? ,მე პროგრამაში ანბანის სწავლება არ მაქვსო, ასე მიპასუხა მასწავლებელმა."

"მასწავლებელს ფიზიკურად არ რჩება დრო, რომ ყველა მოსწავლეს მიაქციოს ყურადღება. კლასში უნდა იყოს 15-18 მოსწავლე, თუ არა ვერც გადამზადებული მასწავლებელი უშველის, ვერც სახელმძღვანელოს შეცვლა"

"პირველ რიგში უკიდეგანოდ ბევრი, უაზრო დავალება, რომლის გაკეთებაც მშობლებს უწევთ, მეორე ის რომ სკოლაში ახსნას დროს საერთოდ აღარ უთმობენ, მესამე ის რომ სახელმძღვანელოები არის ძალიან ცუდი. ბავშვებს თითო საგანში იმდენი სამეცადინო აქვთ, რომ სრულფასოვნად ვერც ერთს ვერ აკეთებენ, იმედია გაიღვიძებს სამინისტრო და რამეს შეცვლის უკეთესობისკენ. ხელოვნების და მუსიკის გაკვეთილები საერთოდ გასაუქმებელია და სასურველია ფორმები დააბრუნონ სკოლებში."

"ყველა საჯარო სკოლაში ერთი იგივე დროს უნდა იწყებოდეს სწავლა და სრული 45 წუთი გრძელდებოდეს, რომ პედაგოგმაც და მოსწავლემაც შედეგი მიიღოს. სკოლიდან გამოსულ მოსწავლეს აღარ უნდა სჭირდებოდეს კიდევ რეპეტიტორებთან მომზადება. დავალებების უმეტესობა უნდა გაკეთდეს სკოლაში, რადგან ბავშვი რობოტი არ არის, რომ სკოლის შემდეგ ახლა ისევ იგივე იმეცადინოს რეპეტიტორთან! სწავლა უნდა იყოს მხოლოდ დღის პირველ ნახევარში და დღის მეორე ნახევარი ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა წრეებისა და აქტივობებისთვის, ასევე დასვენებისთვის!" "ბევრი დავალებები, ერთი საგანი აძლევს იმდენს. გეგონება მარტო მისი გაკვეთილია მეორე დღეს… ასევე დაბალი დონე სწავლის…"

"ინგრევა სკოლები, იმის მაგივრად, რომ აშენდეს და გამრავლდეს. ( აგერ მე5ე წელია ველოდებით). დაწყებითი კლასის მოსწავლეებს რატომ სჭირდებათ რეპეტიტორები?! ან რა უბედურებაა, ეს ორი და სამი ცვლა სკოლებში?! ცალკე ხარისხზე აღარაფერს ვიტყვი"

იხილეთ სრულად