სულხან-საბას იგავ-არაკები, ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება, ილიას "ოთარაანთ ქვრივი"... - კიდევ რომელი ავტორები და ნაწარმოებები ამოიღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან | Allnews.Ge

სულხან-საბას იგავ-არაკები, ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება, ილიას "ოთარაანთ ქვრივი"... - კიდევ რომელი ავტორები და ნაწარმოებები ამოიღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის, ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2025 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ცვლი­ლე­ბი შე­ვი­და.

კერ­ძოდ, შემ­ცი­რე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა­ში შე­სუ­ლი მა­სა­ლის მო­ცუ­ლო­ბა და რიგ შემ­თხვე­ვა­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გარ­კვე­უ­ლი მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც აღარ აქვთ.ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მი­დან ამო­ღე­ბუ­ლია:

სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბის ნა­წი­ლი. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მხო­ლოდ “სიბ­რძნე სიც­რუ­ი­სა“ და “ლე­ო­ნის თავ­გა­და­სავ­ლის“ სწავ­ლა მო­უ­წევთ. იგავ-არა­კე­ბი კი სა­ერ­თოდ ამო­ღე­ბუ­ლია;სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მე­ბის ნუს­ხა­ში და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის გა­სულ წელს არ­სე­ბუ­ლი ვრცე­ლი სი­ი­დან მხო­ლოდ ორი ნა­წარ­მო­ე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი;ამო­ღე­ბუ­ლია ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის ლექ­სი “გოგ­ჩა“;შემ­ცი­რე­ბუ­ლია გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც და მხო­ლოდ “თა­მარ მე­ფის სახე ბე­თა­ნი­ის ეკ­ლე­სი­ა­ში“ არის დარ­ჩე­ნი­ლი;შემ­ცი­რე­ბუ­ლია ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის, აკა­კი წე­რეთ­ლი­სა და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბის ნა­წი­ლი. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ლექ­სე­ბი­დან “ბედ­ნი­ე­რი ერი“; პა­სუ­ხის პა­სუ­ხი“;

“ჩემო კა­ლა­მო“; პო­ე­მა “გან­დე­გი­ლი“, “აჩ­რდი­ლი“ და მო­თხრო­ბა “ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი“ სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მი­დან სრუ­ლად ამო­ღე­ბუ­ლია;

სა­ერ­თოდ ამო­ღე­ბუ­ლია ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი­სა და პო­ლი­კარ­პე კა­კა­ბა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა, ხოლო ვაჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან ნა­წი­ლი, მათ შო­რის: “პატ­რი­ო­ტიზ­მი და კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მიც“ ამო­ღე­ბუ­ლია;

უც­ვლე­ლა­დაა და­ტო­ვე­ბუ­ლი და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის, ჯე­მალ ქარჩხა­ძის, გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის, ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც 2024 წლის სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა­ში იყო;

გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბი­დან მხო­ლოდ “მშობ­ლი­უ­რი ეფე­მე­რაა“ ამო­ღე­ბუ­ლი;გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლია “ნი­ნოწ­მინ­დის ღამე“;

რაც შე­ე­ხე­ბა ანა კა­ლან­და­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას, აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ლექ­სი “მკვდარ­თა მზე ვარ“ ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლია ლექ­სით “ვაჟო, დი­ლის მზის სხი­ვო...“

ცნო­ბის­თვის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა ბრძა­ნე­ბა პროგ­რა­მე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ 11 ნო­ემ­ბერს გა­მოს­ცა, თუმ­ცა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და მას­ში შე­სუ­ლი მა­სა­ლის სია დღეს გა­მო­აქ­ვეყ­ნა.